პუტინი: სსრკ-ის დაშლის შემდეგ დასავლეთს რუსეთის დაშლაც სურდა

  - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2023
გამოწერა
თბილისი, 20დეკემბერი — Sputnik. სსრკ-ს დაშლის შემდეგ დასავლეთს რუსეთის დაშლაც სურდა, განაცხადა რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე.
მისი თქმით, დასავლეთს მიაჩნია, რომ ასეთი დიდი რუსეთი საჭირო არ არის და ის უნდა გაყოს და დაიმორჩილოს.
„რეალობა კი ასეთია (და ამაში მოგვიანებით 100%-ით დავრწმუნდი), რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ [დასავლეთში] ფიქრობდნენ, რომ რუსეთიც ბოლომდე უნდა დაეშალათ“. — აღნიშნა პუტინმა.
პუტინმა აღიარა, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში მას გულუბრყვილო წარმოდგენა ჰქონდა რუსეთის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულებაზე — ეგონა მთელ მსოფლიოს ესმოდა, რომ რუსეთი სხვანაირი გახდა და იდეოლოგიური დაპირისპირება და კონფრონტაციის მიზეზები აღარ არსებობდა.
რუსეთის ლიდერის თქმით, ის დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკაში მოსკოვის მიმართ ნეგატიურ ქმედებებს ხედავდა — კერძოდ, მისთვის აშკარა იყო რუსეთის ტერიტორიაზე სეპარატიზმისა და ტერორიზმის მხარდაჭერა, „მაგრამ გულუბრყვილოდ სჯეროდა“, რომ ეს უბრალოდ ინერციული აზროვნება და მოქმედება იყო , რომ ისინი მიჩვეულები იყვნენ სსრკ-თან ბრძოლას და ასეც განაგრძობდნენ.
პუტინს მიაჩნია, რომ დასავლეთს რუსეთის დაშლა და დამორჩილება მისი რესურსების გამოყენების მიზნით სურდა.
რუსეთის ლიდერი ასევე მიიჩნევს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთთან შეხების წერტილები უნდა გამონახონ, ვინაიდან მოსკოვისთვის ანგარიშის გაწევა მაინც მოუწევთ.
ყველა ახალი ამბავი
0