რა შემოსავალი მიიღეს ფერმერებმა არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების შედეგად

© photo: Sputnik / Stringerვაშლი
ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2023
გამოწერა
წელს უხვი მოსავალია მოსალოდნელი - დაახლოებით 120 ათასი ტონა, აქედან 50 ათას ტონამდე არასტანდარტული.
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ფერმერებმა არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის შედეგად დაახლოებით 7 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვაშლი, ატამთან, ყურძენთან და მანდარინთან ერთად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. ფერმერებისგან მოსავლის მიღება სექტემბრის დასაწყისში დაიწყო. წელს უხვი მოსავალია მოსალოდნელი - დაახლოებით 120 ათასი ტონა, აქედან 50 ათას ტონამდე არასტანდარტული.
ბოლო მონაცემებით, ხილის გადამმუშავებელმა საწარმოებმა 21,7 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს, მათ შორის, სახელმწიფო სუბსიდია 2 მლნ ლარს აღემატება.
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, ფერმერებს პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ჩაბარება 15 დეკემბრამდე შეეძლოთ.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენდა. პროგრამაში ჩართვა შეეძლო ხილის გადამმუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდდა.
არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 12 საწარმო იბარებდა შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში.
ყველა ახალი ამბავი
0