პუტინი: სსრკ-ის შექმნისას რუსეთმა უბრალოდ გასცა უზარმაზარი ტერიტორიები

© photo: Sputnik / Sergei Guneev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2023
გამოწერა
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტი რუსეთი იყო, დარწმუნებულია რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი.
ასეთი განცხადება მან თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა.
„როდესაც რუსეთმა საბჭოთა კავშირი შექმნა, მან უბრალოდ მოსახლეობასთან ერთად გასცა რუსეთის უზარმაზარი ისტორიული ტერიტორიები, უზარმაზარი პოტენციალი და ჩადო კოლოსალური რესურსები მთელ ამ ტერიტორიაზე“, — აღნიშნა მან.
მისი თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყნის დასავლეთი ტერიტორიები უკრაინას გადაეცა, რომლებიც მანამდე პოლონეთს ეკუთვნოდა. ამასთან დაკავშირებით პუტინმა აღნიშნა, რომ ისტორია ყველაფერს მაინც თავის ადგილს მიუჩენს — რუსეთი ჩარევას არ აპირებს, მაგრამ არც თავისას დათმობს.
რუსეთის ლიდერი შეეხო უკრაინის კონფლიქტში დასავლეთის ჩართულობის თემასაც და აღნიშნა, რომ 2014 წელს დასავლეთის ქვეყნებმა მოუგეს რუსეთს უკრაინის საკითხში, მერე კი უარი თქვეს „მინსკი-2-ის“ რეალიზაციაზე.
„შტატებმა, როგორც თავად მიაჩნიათ, რუსეთის ევროპასთან ურთიერთობის გაწყვეტით, უკრაინა მოგგვლიჯეს. სამწუხაროდ, ამ მხრივ მათ მიაღწიეს იმას, რაც სურდათ. უბრალოდ ჩვენ სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდით. თუ ყველაფერი უნდა ჩაგვებარებინა და გვეცქირა, როგორ აწკლაპუნებდნენ პირს ზედიზედ ყველაფრის ყლაპვისას? ეს ჩვენი ძირძველი რუსული ტერიტორიაა. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებდით“, — განაცხადა პუტინმა.
ამასთან რუსეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში შესვლა რუსეთისთვის მიუღებელია, — რაც დასავლეთის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
ყველა ახალი ამბავი
0