https://sputnik-georgia.com/20231220/ori-qartveli-planetis-sauketeso-ziudoistis-wodebistvis-ibrzvis-285091662.html
ორი ქართველი პლანეტის 2023 წლის საუკეთესო ძიუდოისტის წოდებისთვის იბრძვის
ორი ქართველი პლანეტის 2023 წლის საუკეთესო ძიუდოისტის წოდებისთვის იბრძვის
Sputnik საქართველო
მწვრთნელების საუკეთესო მიღწევების ნომინაციაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელთან მიღწევებია წარდგენილი. 20.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-20T16:03+0400
2023-12-20T16:03+0400
2023-12-20T16:03+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1b/276146560_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_e6aa277b61e9519a592723d9f60998d0.jpg
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია პლანეტის 2023 წლის საუკეთესო ძიუდოისტის განსაზღვრისთვის გამოკითხვას ატარებს. ხუთ ნომინანტს შორის ორი ქართველი სპორტსმენია.ნომინაციაში „წლის საუკეთესო ძიუდოისტი“ წარდგენილი არიან: მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ–მდე წონითი კატეგორია) და მსოფლიოს ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (90 კგ). გამარჯვებულებს რვა ნომინაციაში 2024 წელს პარიზში, დიდი სლემის სერიიდან წლის პირველ ტურნირზე გამოაცხადებენ.გარდა ამისა, წლის მწვრთნელის საუკეთესო მიღწევების ნომინაციაში წარდგენილია საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა მიღწევები – ქართული ფინალი მსოფლიოს ჩემპიონატზე დოჰაში და ბუდაპეშტის „მასტერსის“ ტურნირზე, სადაც ლუკა მაისურაძე ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს შეხვდა.პირველ შეხვედრაში მაისურაძემ ბექაურს სძლია და მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ბუდაპეშტში კი უკვე ბექაურმა გაიმარჯვა.ხმის მიცემა შესაძლებელია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებ–გვერდზე https://awards.ijf.org/ 2024 წლის 31 იანვრამდე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1b/276146560_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_0c7293b6debbfa08ba1496e1de8f0c12.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
ორი ქართველი პლანეტის 2023 წლის საუკეთესო ძიუდოისტის წოდებისთვის იბრძვის
მწვრთნელების საუკეთესო მიღწევების ნომინაციაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელთან მიღწევებია წარდგენილი.
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია პლანეტის 2023 წლის საუკეთესო ძიუდოისტის განსაზღვრისთვის გამოკითხვას ატარებს. ხუთ
ნომინანტს შორის ორი ქართველი სპორტსმენია.
ნომინაციაში „წლის საუკეთესო ძიუდოისტი“ წარდგენილი არიან: მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ–მდე წონითი კატეგორია) და მსოფლიოს ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (90 კგ). გამარჯვებულებს რვა ნომინაციაში 2024 წელს პარიზში, დიდი სლემის სერიიდან წლის პირველ ტურნირზე გამოაცხადებენ.
გარდა ამისა, წლის მწვრთნელის საუკეთესო მიღწევების ნომინაციაში წარდგენილია საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა მიღწევები – ქართული ფინალი მსოფლიოს ჩემპიონატზე დოჰაში და ბუდაპეშტის „მასტერსის“ ტურნირზე, სადაც ლუკა მაისურაძე ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს შეხვდა.
პირველ შეხვედრაში მაისურაძემ ბექაურს სძლია და მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ბუდაპეშტში კი უკვე ბექაურმა გაიმარჯვა.
ხმის მიცემა შესაძლებელია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებ–გვერდზე https://awards.ijf.org/ 2024 წლის 31 იანვრამდე.