მარნეულში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2023
გამოწერა
თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. მარნეულში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი“.
შემთხვევა მარნეული-სადახლოს გზაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეითს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხებს.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტები. საქმეზე გამოძიება დაწყებულია.
წყარო - ტელეკომპანია „პირველი“.
ყველა ახალი ამბავი
0