https://sputnik-georgia.com/20231220/lisis-tbis-teritoriaze-gamwvanis-samushaoebi-chatarda-285092551.html
ლისის ტბის მიმდებარედ გამწვანების მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა
ლისის ტბის მიმდებარედ გამწვანების მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა
Sputnik საქართველო
ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით თბილისში მდებარე ტყის მასივების მოვლა-აღდგენის სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად ხორციელდება. 20.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-20T17:00+0400
2023-12-20T17:00+0400
2023-12-20T17:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/11/283381943_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_678030c7ae7edcd7b81fcc2f79511cef.jpg
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ლისის ტბის მიმდებარედ 16 ჰექტარ ფართობზე გამწვანების მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.კალაძის თქმით, აღნიშნული სამუშაოები, დეგრადირებული ტყის აღდგენის მიზნით, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჩაატარა.კალაძის თქმით, რეკრეაციული ზონების მშენებლობა და აღდგენა მისი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბოლო სამი წლის განმავლობაში აღდგენითი სამუშაოები დედაქალაქის ბევრ პარკსა და სკვერში ჩატარდა.„2023 წელს თბილისის მერიის მიერ 40 ჰექტრამდე ფართობზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 14 პარკს, 329 სკვერს და 82 სპორტულ მოედანს. ჯამში, დაირგო 114.730 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი, 207.000 კვ მ ფართობზე მოეწყო სარწყავი სისტემა, ამავე ფართობზე დაითესა და დაირგო ბალახის საფარი", - განაცხადა კალაძემ.ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით თბილისში მდებარე ტყის მასივების მოვლა-აღდგენის სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად ხორციელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/11/283381943_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_b4ea326cdfa64905dc8eca46064d204f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
ლისის ტბის მიმდებარედ გამწვანების მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა
ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით თბილისში მდებარე ტყის მასივების მოვლა-აღდგენის სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად ხორციელდება.
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ლისის ტბის მიმდებარედ 16 ჰექტარ ფართობზე გამწვანების მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კალაძის თქმით, აღნიშნული სამუშაოები, დეგრადირებული ტყის აღდგენის მიზნით, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჩაატარა.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხრა სახეობის 16 ათასზე მეტი ძირი მცირე ზომის ხე დაირგო. გამწვანების სამუშაოების პარალელურად, მცენარეების დაცვის მიზნით ტერიტორია შემოიღობა, ასევე მოეწყო სარწყავი სისტემა“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, რეკრეაციული ზონების მშენებლობა და აღდგენა მისი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბოლო სამი წლის განმავლობაში აღდგენითი სამუშაოები დედაქალაქის ბევრ პარკსა და სკვერში ჩატარდა.
„2023 წელს თბილისის მერიის მიერ 40 ჰექტრამდე ფართობზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 14 პარკს, 329 სკვერს და 82 სპორტულ მოედანს. ჯამში, დაირგო 114.730 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი, 207.000 კვ მ ფართობზე მოეწყო სარწყავი სისტემა, ამავე ფართობზე დაითესა და დაირგო ბალახის საფარი", - განაცხადა კალაძემ.
ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით თბილისში მდებარე ტყის მასივების მოვლა-აღდგენის სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად ხორციელდება.