იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ძაღლმა გაკაწრა

© photo: Sputnik / Stringerმიუსაფარი ძაღლი
მიუსაფარი ძაღლი - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2023
გამოწერა
ძაღლს, რომელმაც მოზარდი გაკაწრა, მოგვიანებით ცოფი აღმოაჩნდა.
თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო ეძებს მოზარდს, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურთან ძაღლმა გაკაწრა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, მკვდარ მიუსაფარ ძაღლს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ცოფი დაუდასტურდა.
„სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეტყობინება ძაღლის დაღუპვის შემდეგ, 18 დეკემბერს შემოვიდა. ცხოველის პათოლოგიური მასალა მყისიერად გადაიგზავნა ლაბორატორიაში და რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა კვლევის შედეგები“, - ნათქვამია უწყების განცხადებში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეტყობინების ავტორს არ აქვს მოზარდის და მშობლების მაიდენტიფიცირებელი ან საკონტაქტო ინფორმაცია. არც ის არის ცნობილი, ჩაუტარდა თუ არა მოზარდს საჭირო ანტირაბიული ვაქცინაცია.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემთხვევის შესახებ აცნობა ყველა შესაბამის უწყებას. ამავდროულად, სააგენტო მოზარდის მშობლებს ბავშვის დაუყოვნებლივ ვაქცინაციისა და გამოხმაურებისკენ მოუწოდებს.
ყველა ახალი ამბავი
0