https://sputnik-georgia.com/20231220/ipoves-mozardi-romelic-kaxetis-gzatkecilze-zarlma-gakawra-rogor-grznobs-tavs-biwi-285105094.html
იპოვეს მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ძაღლმა გაკაწრა - როგორ გრძნობს თავს ბიჭი
იპოვეს მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ძაღლმა გაკაწრა - როგორ გრძნობს თავს ბიჭი
Sputnik საქართველო
მოზარდის მშობლების ინფორმაციით, ამ დროისთვის ბიჭი 3-ჯერ არის აცრილი. 20.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-20T19:11+0400
2023-12-20T19:11+0400
2023-12-20T19:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
თბილისი დღეს
სურსათის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0c/250597503_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_d4d5ad2f2f78dd49e0a6694531f8bb83.jpg
თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. 17 წლის ბიჭი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ძაღლმა გაკაწრა, იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „პირველი“.გუშინ ცნობილი გახდა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ეძებდა მოზარდს, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურთან ძაღლმა გაკაწრა. ამის შემდეგ ეს მიუსაფარი ძაღლი მოკვდა. უწყების ცნობით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად მას ცოფი დაუდასტურდა.მოზარდის მშობლების ინფორმაციით, ბიჭი უკვე 3-ჯერ არის აცრილი.მოზარდის პოვნის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ ბიჭს ვაქცინაცია დაწყებული აქვს.სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით კი, კახეთის გზატკეცილზე ძაღლების სავალდებულო ვაქცინაცია და მონიტორინგი მიმდინარეობს. უწყების ცნობით, საკარანტინო ღონისძიებები თბილისის მერიის მონიტორინგის სააგენტოსთან ერთად ხორციელდება.წყარო - ტელეკომპანია „პირველი“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0c/250597503_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_b58a379fcb0984746669acd892eb7632.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს, სურსათის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს, სურსათის ეროვნული სააგენტო
იპოვეს მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ძაღლმა გაკაწრა - როგორ გრძნობს თავს ბიჭი
მოზარდის მშობლების ინფორმაციით, ამ დროისთვის ბიჭი 3-ჯერ არის აცრილი.
თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. 17 წლის ბიჭი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ძაღლმა გაკაწრა, იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „პირველი“.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ეძებდა მოზარდს, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურთან ძაღლმა გაკაწრა. ამის შემდეგ ეს მიუსაფარი ძაღლი მოკვდა. უწყების ცნობით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად მას ცოფი დაუდასტურდა.
მოზარდის მშობლების ინფორმაციით, ბიჭი უკვე 3-ჯერ არის აცრილი.
„ძაღლმა ბიჭს 26 ნოემბერს უკბინა. იმ დღესვე დავიწყეთ აცრები. 3 აცრა რომ გავიკეთეთ, თან პერიოდულად ძაღლს ვნახულობდით, ცოცხალი იყო. მეოთხე და მეხუთე აცრაზე აღარ მივსულვართ. კლინიკაში ვიყავით ახლა, გავაგრძელეთ აცრები და არაფერი საშიშროება არ გემუქრებათო. ბავშვი კარგად გრძნობს თავს“, - განაცხადა მოზარდის დედამ.
მოზარდის პოვნის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ ბიჭს ვაქცინაცია დაწყებული აქვს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით კი, კახეთის გზატკეცილზე ძაღლების სავალდებულო ვაქცინაცია და მონიტორინგი მიმდინარეობს. უწყების ცნობით, საკარანტინო ღონისძიებები თბილისის მერიის მონიტორინგის სააგენტოსთან ერთად ხორციელდება.