https://sputnik-georgia.com/20231220/donald-trampi-kolorados-sasamartlos-gadawyvetileba-285081496.html
ტრამპის შტაბი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გაასაჩივრებს
ტრამპის შტაბი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გაასაჩივრებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბი მცდარად მიიჩნევს კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ექსპრეზიდენტს... 20.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-20T10:16+0400
2023-12-20T10:16+0400
2023-12-20T10:16+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ
დონალდ ტრამპი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/12/285031811_0:0:3100:1745_1920x0_80_0_0_7d922a17e3807dc44b0da5f9894ae224.jpg
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბი მცდარად მიიჩნევს კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ექსპრეზიდენტს შტატის პრაიმერიზებში მონაწილეობას უკრძალავს და ამასთან არ უშვებს მისი სახელის შეტანას საარჩევნო ბიულეტენებში, და აპირებს გაასაჩივროს იგი.ამის შესახებ საარჩევნო შტაბის სპიკერმა სტივენ ჩუნგმა განაცხადა.ტრამპის საარჩევნო შტაბის სპიკერი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის უზენაესი სასამართლო სწრაფად გამოიტანს გადაწყვეტილებას მათ სასარგებლოდ, რაც „ბოლოს მოუღებს ამ ანტიამერიკულ სარჩელებს“.მანამდე კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ადგილობრივ პრაიმერიზებში მონაწილეობა აუკრძალა. სწორედ ამ პრაიმერიზებმა უნდა განსაზღვროს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, არსებობს მტკიცებულებები, რომ ტრამპი მონაწილეობდა 2021 წლის ამბოხში. იქვე ზუსტდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორებას ეფუძნება, რომელიც ამბოხში მონაწილე პირებს სახელმწიფო თანამდებობის დაკავებას უკრძალავს.წყარო: CNN
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/12/285031811_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_f465b37d3bfe3a772fcff112225c8cd7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , დონალდ ტრამპი, პოლიტიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , დონალდ ტრამპი, პოლიტიკა
ტრამპის შტაბი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გაასაჩივრებს
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბი მცდარად მიიჩნევს კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ექსპრეზიდენტს შტატის პრაიმერიზებში მონაწილეობას უკრძალავს და ამასთან არ უშვებს მისი სახელის შეტანას საარჩევნო ბიულეტენებში, და აპირებს გაასაჩივროს იგი.
ამის შესახებ საარჩევნო შტაბის სპიკერმა სტივენ ჩუნგმა განაცხადა.
„კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ მიიღო სრულიად მცდარი გადაწყვეტილება და ჩვენ დაუყოვნებლივ გავასაჩივრებთ მას აშშ-ის უზენაეს სასამართლოში. პარალელურად მოვითხოვთ ამ ღრმად არადემოკრატიული გადაწყვეტილების შეჩერებას“, — აღნიშნა ჩუნგმა.
ტრამპის საარჩევნო შტაბის სპიკერი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის უზენაესი სასამართლო სწრაფად გამოიტანს გადაწყვეტილებას მათ სასარგებლოდ, რაც „ბოლოს მოუღებს ამ ანტიამერიკულ სარჩელებს“.
მანამდე კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ადგილობრივ პრაიმერიზებში მონაწილეობა აუკრძალა. სწორედ ამ პრაიმერიზებმა უნდა განსაზღვროს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, არსებობს მტკიცებულებები, რომ ტრამპი მონაწილეობდა 2021 წლის ამბოხში. იქვე ზუსტდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორებას ეფუძნება, რომელიც ამბოხში მონაწილე პირებს სახელმწიფო თანამდებობის დაკავებას უკრძალავს.