https://sputnik-georgia.com/20231220/amerikuli-daxmareba-ukrainas-285092263.html
კონგრესი უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის საკითხს არდადეგების შემდეგ დაუბრუნდება
კონგრესი უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის საკითხს არდადეგების შემდეგ დაუბრუნდება
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ამერიკელი სენატორები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის საკითხს მომავალი წლის დასაწყისში დაუბრუნდებიან... 20.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-20T16:41+0400
2023-12-20T16:41+0400
2023-12-20T16:41+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
აშშ
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1d/250480474_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_b92221adfe02327a953a8ca9dcdda544.jpg
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ამერიკელი სენატორები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის საკითხს მომავალი წლის დასაწყისში დაუბრუნდებიან, ნათქვამია სენატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერ ჩაკ შუმერისა და რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერ მიჩ მაკკონელის ერთობლივ განცხადებაში.როგორც სენატორებმა აღნიშნეს, მოლაპარაკებებში „იმედისმომცემი პროგრესია მიღწეული“, თუმცა „რთული საკითხები“ ჯერ კიდევ რჩება.მანამდე აშშ-ის სენატში დაბლოკეს კანონპროექტი, რომელიც უკრაინასა და ისრაელს მილიარდობით დოლარის ახალ სამხედრო დახმარებას გაუწევდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 106 მლრდ დოლარიანი ხარჯების პაკეტი, რომელიც ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, ოქტომბერში წარმოადგინა. პაკეტი უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის, ისრაელისთვის კი 14 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების, ასევე ამ კონფლიქტების ფარგლებში 9 მლრდ-იანი ჰუმანიტარული დახმარების გაწევას ითვალისწინებდა. გარდა ამისა, 2 მილიარდი დოლარი მოკავშირეების დასახმარებლად უნდა გამოყოფილიყო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, 14 მილიარდი დოლარი კი — აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.ამ პაკეტის ფარგლებში აშშ-ის ადმინისტრაცია ასევე ვარაუდობდა საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობისა და პატრულების რაოდენობის გაზრდას არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1d/250480474_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_1ef7d72bb3b4eb1fbe4333456b379875.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ , პოლიტიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ , პოლიტიკა
კონგრესი უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის საკითხს არდადეგების შემდეგ დაუბრუნდება
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ამერიკელი სენატორები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის საკითხს მომავალი წლის დასაწყისში დაუბრუნდებიან, ნათქვამია სენატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერ ჩაკ შუმერისა და რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერ მიჩ მაკკონელის ერთობლივ განცხადებაში.
როგორც სენატორებმა აღნიშნეს, მოლაპარაკებებში „იმედისმომცემი პროგრესია მიღწეული“, თუმცა „რთული საკითხები“ ჯერ კიდევ რჩება.
„ჩვენი მომლაპარაკებლები ძალიან, ძალიან მონდომებით იმუშავებენ დეკემბერ-იანვრის არდადეგების პერიოდში. ჩვენი მიზანია, დაბრუნებისას რაღაცას მივაღწიოთ“, — აღნიშნა შუმერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მანამდე აშშ-ის სენატში დაბლოკეს კანონპროექტი, რომელიც უკრაინასა და ისრაელს მილიარდობით დოლარის ახალ სამხედრო დახმარებას გაუწევდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 106 მლრდ დოლარიანი ხარჯების პაკეტი, რომელიც ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, ოქტომბერში წარმოადგინა. პაკეტი უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის, ისრაელისთვის კი 14 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების, ასევე ამ კონფლიქტების ფარგლებში 9 მლრდ-იანი ჰუმანიტარული დახმარების გაწევას ითვალისწინებდა. გარდა ამისა, 2 მილიარდი დოლარი მოკავშირეების დასახმარებლად უნდა გამოყოფილიყო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, 14 მილიარდი დოლარი კი — აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ამ პაკეტის ფარგლებში აშშ-ის ადმინისტრაცია ასევე ვარაუდობდა საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობისა და პატრულების რაოდენობის გაზრდას არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.