მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უშიშროების სამსახური ადასტურებს: მთავარსარდლის კაბინეტში მოსასმენი აპარატურაა ნაპოვნი

© Security Service of Ukraineუკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები
უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2023
გამოწერა
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. უკრაინის უშიშროების სამსახური (SSU) ადასტურებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის ოფისში მოსასმენი აპარატურაა აღმოჩენილი.
როგორც სამსახურის Telegram-არხზეა ნათქვამი, ტექნიკური მოწყობილობა არა უშუალოდ მთავარსარდლის კაბინეტში, არამედ მისი „დისლოკაციის ერთ-ერთ პოტენციურ ადგილზე“ იპოვეს.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მოწყობილობა ნაპოვნია არა უშუალოდ ვალერი ზალუჟნის ოფისში, არამედ ერთ-ერთ შენობაში, რომელიც მას მომავალში შეიძლებოდა გამოეყენებინა სამუშაოდ“, — ნათქვამია განცხადებაში.
SSU-ს წინასწარი მონაცემებით, აღმოჩენილი აპარატურა არ მუშაობდა. ამასთან ადგილზე არ აღმოჩნდა ინფორმაციის დაგროვების ან აუდიოჩანაწერების დისტანციური გადაცემის საშუალებები.
ამ დროისათვის ტექნიკური მოწყობილობა ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. სამსახურის თანამშრომლები კი „ყველა კანონიერ ზომას იღებენ ამ დანაშაულის გამოსაძიებლად“.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ინფორმაციის მოპოვების სპეციალური ტექნიკური საშუალებების უკანონოდ შეძენისა და გამოყენების მუხლით.
ყველა ახალი ამბავი
0