თბილისში მეორე დღეა 13 წლის ბიჭს ეძებენ

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2023
გამოწერა
დაკარგულის ოჯახის წევრები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ
თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. თბილისში მეორე დღეა 13 წლის გიორგი ვარაზაშვილს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
მოზარდის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბიჭი 17 დეკემბერს, საღამოს 6 საათზე ვაჟა ფშაველას მე-6 კვარტლიდან სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
მოზარდს პოლიცია და ოჯახის წევრები ეძებენ.
დაკარგული მოზარდის მამა საზოგადოებას სთხოვს მისი შვილის შესახებ რაიმე ინფორმაციის გაგების შემთხვევაში დაუკავშირდნენ მას ტელეფონის ნომერზე: 595 88 33 11.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ყველა ახალი ამბავი
0