საქართველოში საწვავის მოწოდების მხრივ კვლავ რუსეთი ლიდერობს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliავტოგასამართი სადგური
ავტოგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2023
გამოწერა
2023 წლის 11 თვეში საქართველოში იმპორტირებულია 1 მლნ ტონაზე მეტი ბენზინი და დიზელის საწვავი
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში რუსეთიდან ყველაზე მეტი მოცულობის ბენზინი და დიზელის საწვავი რუსეთიდან არის იმპორტირებული (63,3%), იუწყებიან საქართველოს ნავთობპროდუქტების კავშირში.
რუსეთიდან საანგარიშო პერიოდში 691,7 ათასი ტონა საწვავია შემოტანილი.
საქართველოში საწვავის იმპორტიორი-ქვეყნების ტოპ-ხუთეული

ქვეყანა

მოცულობა, ათასი ტონა

წილი, %

რუსეთი

691,7

63,3

რუმინეთი

162,0

14,8

ბულგარეთი

82,1

7,5

აზერბაიჯანი

69,4

6,4

ბელარუსი

25,0

2,3

საქართველოში საწვავი ასევე შემოაქვთ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა თურქმენეთი, საბერძნეთი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ვირჯინიის კუნძულები, უკრაინა და ჰონგ-კონგი.
მთლიანობაში, 2023 წლის 11 თვეში ნავთობპროდუქტების იმპორტმა 1.092,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 3,4%-ით მეტია ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.
საწვავის იმპორტში ბენზინის წილი 52%-ს შეადგენს. ბენზინის იმპორტის 58,9% რეგულარის მარკის (А-91) საწვავზე მოდის, 39,2% - პრემიუმზე (А-95) და 1,8% - სუპერზე (А-98).
ყველა ახალი ამბავი
0