https://sputnik-georgia.com/20231218/patrusevi-ruseti-dainteresebuli-ar-aris-marcvleulis-garigebis-ganaxlebit-285034171.html
რუსეთს არ აინტერესებს მარცვლეულის გარიგების განახლება
რუსეთს არ აინტერესებს მარცვლეულის გარიგების განახლება
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. რუსეთი არ არის დაინტერესებული მარცვლეულის გარიგების განახლებით, ვინაიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა შავი ზღვის ინიციატივა... 18.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-18T12:27+0400
2023-12-18T12:27+0400
2023-12-18T12:27+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
მარცვლეულის გარიგება
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/12/279687860_0:124:2048:1275_1920x0_80_0_0_afa782d1bb00984a4f1a989d1eb8797f.jpg
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. რუსეთი არ არის დაინტერესებული მარცვლეულის გარიგების განახლებით, ვინაიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა შავი ზღვის ინიციატივა შეაჩერა, ქვეყნიდან მარცვლეულის ექსპორტის მოცულობა არ შემცირებულა, განაცხადა რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დმიტრი პატრუშევმა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, რუსეთი განაგრძობს მარცვლეულის ექსპორტს, რადგან მას თავისი მყიდველი ჰყავს.რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან, რომელსაც 2022 წლის 22 ივლისს მოაწერეს ხელი რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებმა, მიმდინარე წლის 17 ივლისს გავიდა. აღნიშნული ინიციატივა უკრაინული მარცვლეულის, სურსათისა და სასუქის შავი ზღვის გავლით ექსპორტს გულისხმობს.ხელშეკრულებიდან გასვლის მიზეზად კრემლმა შეთანხმების მეორე ნაწილის, რუსეთი-გაეროს მემორანდუმის შეუსრულებლობა დაასახელა, რომელიც რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას, „როსსელხოზბანკის“ SWIFT-თან ხელახლა დაკავშირებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების მიწოდების განახლებას, ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის მუშაობის აღდგენასა და რიგ სხვა ღონისძიებებს ითვალისწინებდა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/12/279687860_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_bd0b009f0b196a8884f9560300225742.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, მარცვლეულის გარიგება, პოლიტიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, მარცვლეულის გარიგება, პოლიტიკა
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. რუსეთი არ არის დაინტერესებული მარცვლეულის გარიგების განახლებით, ვინაიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა შავი ზღვის ინიციატივა შეაჩერა, ქვეყნიდან მარცვლეულის ექსპორტის მოცულობა არ შემცირებულა, განაცხადა რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დმიტრი პატრუშევმა.
„ჩვენი მარცვლეულის ექსპორტის მოცულობა, მარცვლეულის გარიგების შეჩერების გათვალისწინებით, არანაირად არ შემცირებულა, პირიქით, რამდენადმე გაიზარდა კიდეც. დეკემბრის შუა რიცხვების მონაცემებით, მიმდინარე წელს უკვე ექსპორტირებულია 30 მილიონ ტონაზე მეტი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს აჭარბებს. ჩვენ არ ვარდ დაინტერესებული მარცვლეულის გარიგების განახლებით“, — ასე უპასუხა პატრუშევმა შესაბამის შეკითხვას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რუსეთი განაგრძობს მარცვლეულის ექსპორტს, რადგან მას თავისი მყიდველი ჰყავს.
რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან, რომელსაც 2022 წლის 22 ივლისს მოაწერეს ხელი რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებმა, მიმდინარე წლის 17 ივლისს გავიდა. აღნიშნული ინიციატივა უკრაინული მარცვლეულის, სურსათისა და სასუქის შავი ზღვის გავლით ექსპორტს გულისხმობს.
ხელშეკრულებიდან გასვლის მიზეზად კრემლმა შეთანხმების მეორე ნაწილის, რუსეთი-გაეროს მემორანდუმის შეუსრულებლობა დაასახელა, რომელიც რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას, „როსსელხოზბანკის“ SWIFT-თან ხელახლა დაკავშირებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების მიწოდების განახლებას, ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის მუშაობის აღდგენასა და რიგ სხვა ღონისძიებებს ითვალისწინებდა.