https://sputnik-georgia.com/20231218/israeli-libanze-tavdasxmit-imuqreba-285042767.html
მეორე ფრონტის საფრთხე: ისრაელი ლიბანზე თავდასხმით იმუქრება
მეორე ფრონტის საფრთხე: ისრაელი ლიბანზე თავდასხმით იმუქრება
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ომს აწარმოებს ღაზის სექტორში, მისი არმია... 18.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-18T15:31+0400
2023-12-18T15:31+0400
2023-12-18T15:31+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
ისრაელი-ჰამასის ომი
პოლიტიკა
ლიბანი
ღაზის სექტორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283807064_0:15:3072:1743_1920x0_80_0_0_7169824c34fa3641cd9fd6718f58e13d.jpg
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ომს აწარმოებს ღაზის სექტორში, მისი არმია (ცაჰალი) მზადაა ლიბანზე თავდასხმისთვის, იუწყება Newsweek ცაჰალზე დაყრდნობით.როგორც ისრაელის თავდაცვის არმიაში აცხადებენ, თუ ლიბანურ რადიკალურ მოძრაობა ჰესბოლასთან დიპლომატიური მოლაპარაკებები შედეგს არ მოიტანს და მისი მხრიდან ისრაელზე შეტევები არ შეწყდება, მაშინ ცაჰალი თავდაცვითი პოზიციებიდან თავდასხმაზე გადავა, რისთვისაც შესაბამისი მომზადება უკვე გავლილია.ცაჰალის პრესსპიკერ ჯონათან კონრიკუსის თქმით, „შესაძლებლობების ფანჯარა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ჯერ კიდევ არსებობს“, მაგრამ თუ ეს არ იმუშავებს, მაშინ ისრაელის თავდაცვის ძალებს „მოუწევთ დარწმუნდნენ“, რომ ისრაელის მოსახლეობას ლიბანიდან საფრთხე არ ემუქრება.მისი თქმით, 7 ოქტომბრის შემდეგ ლიბანიდან ისრაელი 1000 რაკეტით, მოიერიშე დრონებით, ნაღმმტყორცნებითა და სხვა იარაღით დაიცხრილა, რის შედეგადაც ქვეყნის ხუთი მოქალაქე და ცხრა ჯარისკაცი დაიღუპა. გარდა ამისა, ლიბანიდან გამუდმებული თავდასხმების გამო, საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან ათობით ათასი ადამიანია ევაკუირებული.ამასთან გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ჰესბოლა ბევრად უკეთ და მეტადაა შეიარაღებული, ვიდრე ჰამასი. ისრაელის შეფასებით, ჰესბოლას არსენალში დაახლოებით 200 000 რაკეტა შედის.წყარო: Newsveek
ლიბანი
ღაზის სექტორი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283807064_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_a6e6b52a8439c08a284a343233324539.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, პოლიტიკა, ლიბანი, ღაზის სექტორი
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, პოლიტიკა, ლიბანი, ღაზის სექტორი
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ომს აწარმოებს ღაზის სექტორში, მისი არმია (ცაჰალი) მზადაა ლიბანზე თავდასხმისთვის, იუწყება Newsweek ცაჰალზე დაყრდნობით.
როგორც ისრაელის თავდაცვის არმიაში აცხადებენ, თუ ლიბანურ რადიკალურ მოძრაობა ჰესბოლასთან დიპლომატიური მოლაპარაკებები შედეგს არ მოიტანს და მისი მხრიდან ისრაელზე შეტევები არ შეწყდება, მაშინ ცაჰალი თავდაცვითი პოზიციებიდან თავდასხმაზე გადავა, რისთვისაც შესაბამისი მომზადება უკვე გავლილია.
ცაჰალის პრესსპიკერ ჯონათან კონრიკუსის თქმით, „შესაძლებლობების ფანჯარა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ჯერ კიდევ არსებობს“, მაგრამ თუ ეს არ იმუშავებს, მაშინ ისრაელის თავდაცვის ძალებს „მოუწევთ დარწმუნდნენ“, რომ ისრაელის მოსახლეობას ლიბანიდან საფრთხე არ ემუქრება.
„აუცილებლობის შემთხვევაში ზუსტად ისე მოვიქცევით, როგორც ამას ახლა ღაზის სექტორში ვაკეთებთ ჰამასის წინაამდეგ, როდესაც ვცდილობთ დავრწმუნდეთ, რომ ისრაელის სამხრეთით მცხოვრებ ისრაელელებს სამხედრო საფრთხე აღარ დაემუქრებათ. თუ საჭირო იქნება, ჰესბოლას მიმართაც იგივეს გავაკეთებთ“, — აღნიშნა კონრიკუსმა.
მისი თქმით, 7 ოქტომბრის შემდეგ ლიბანიდან ისრაელი 1000 რაკეტით, მოიერიშე დრონებით, ნაღმმტყორცნებითა და სხვა იარაღით დაიცხრილა, რის შედეგადაც ქვეყნის ხუთი მოქალაქე და ცხრა ჯარისკაცი დაიღუპა. გარდა ამისა, ლიბანიდან გამუდმებული თავდასხმების გამო, საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან ათობით ათასი ადამიანია ევაკუირებული.
ამასთან გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ჰესბოლა ბევრად უკეთ და მეტადაა შეიარაღებული, ვიდრე ჰამასი. ისრაელის შეფასებით, ჰესბოლას არსენალში დაახლოებით 200 000 რაკეტა შედის.