დაპირისპირება მარნეულის რაიონში: დაჭრილია ორი ადამიანი

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2023
გამოწერა
სავარაუდო დამნაშავეები დაკავებული არიან.
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილ-აჯლოში კონფლიქტის შედეგად ორი ახალგაზრდა დანით დაჭრეს, იუწყება ადგილობრივი მასმედია.
ინციდენტი კვირას საღამოს მოხდა. თვითმხილველების თქმით, კონფლიქტი ორ დაშავებულსა და კიდევ სულ მცირე ორ მამაკაცს შორის მოხდა.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
სამართალდამცველებმა ინციდენტის შემდეგ მალევე ერთ-ერთი სავარაუდო თავდამსხმელი დააკავეს. გამოძიება ჯანმრთელობისთვის მსუბუქი დაზიანების განზრახ მიყენების მუხლით მიმდინარეობს, რაც ერთწლიანი პატიმრობით ან ჯარიმით ისჯება.
ყველა ახალი ამბავი
0