ბეჭდების მაგია: რომელ თითზე უნდა ატაროთ ბეჭედი, რომ...

© Unsplash/kristina-flourბეჭდებიანი ხელი
ბეჭდებიანი ხელი - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2023
გამოწერა
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. ადამიანის სხეული მილიონობით მიკრონაწილაკისგან შედგება, რომელთაგან თითოეული კოლოსალურ ენერგეტიკას ატარებს; ეს ენერგეტიკა ადამიანში ხშირად კიდურების, განსაკუთრებით, ხელების გავლით ხვდება, ირწმუნებიან ეზოტერიკოსები.
მათი თქმით, ენერგეტიკა შეიძლება იყოს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური. ამიტომ თითოეულ ადამიანს აუცილებლად ესაჭიროება დაცვა უარყოფითი ენერგეტიკული ტალღებისგან.
აი, სწორედ ეს „ევალება“ ბეჭდებს, რომლებიც შესანიშნავი ფილტრია და შესაბამისად, იცავს ადამიანის ჯანმრთელობასა და გუნება-განწყობას.
მაქსიმალური სარგებლის მიღება კი იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ადამიანი მისი ზოდიაქოს სტიქიისა და პლანეტის შესაბამის ბეჭდებს გაიკეთებს.
გარდა ამისა, ამბობენ, რომ მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რომელ თითზე ატარებს ადამიანი სამკაულს.

ასე მაგალითად, თუ ბეჭედი გიკეთიათ:

დიდ თითზე — ფინანსური ნაკადების ენერგეტიკას მიიზიდავთ;
საჩვენებელ თითზე — თავდაჯერებულობის ენერგეტიკას მიიზიდავთ და მიზანსაც მიაღწევთ;
შუა თითზე — ეს დაგეხმარებათ გარდაცვლილ ახლობლებთან კავშირის დამყარებაში, რაც კიდევ მეტად გაგაძლიერეთ სულიერად;
არათითზე — ამით თქვენ პიროვნებათთშორის ენერგეტიკას გაააქტიურებთ, რაც დაგეხმარებათ, კეთილად განაწყოთ ადამიანები თქვენ მიმართ და საერთო ენაც გამონახოთ;
ნეკზე — ბეჭედი ამ თითზე გაზრდის თქვენს ენერგიას და დაგეხმარებათ სასარგებლო ადამიანებთან კონტაქტის დამყარებაში.
დაბოლოს: გჯერათ თუ არა ეზოტერიკოსების ნათქვამისა, ეს თითოეული თქვენგანის საქმეა, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ ადამიანს თავად შეუძლია სიმდიდრის ბეჭდის დამზადება.

ამისათვის:

აიღეთ ბეჭედი და მოატარეთ ანთებულ სანთელზე ცხრაჯერ და თან იმეორეთ: „თვეს აქვს დასასრული, საქმეს აქვს დასასრული, ბეჭედსა და ჩემს სიმდიდრეს კი ბოლო არ უჩანს“.

ყველა ახალი ამბავი
0