ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე W25 Sharm Elsheikh 2023 ტურნირის გამარჯვებულია

© AFP 2024 / AL BELLOმარიამ ბოლქვაძე
მარიამ ბოლქვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2023
გამოწერა
ქართველი ჩოგბურთელისთვის ეს კარიერაში ITF-ის მე-19 ტიტულია, ერთეულთა თანრიგში კი მან ჩემპიონობა მეშვიდედ იზეიმა.
თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე (WTP-ს ვერსიით 656-ე ჩოგანი) შარმ-ელ-შეიხში ITF-ის ეგიდით გამართული W25 ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში რუსი მეტოქე ელენა პრიდანკინა ორ სეტში დაამარცხა – 6:2, 6:1. ნახევარფინალში კი ბოლქვაძემ იოლად დაამარცხა რუსეთის სახელით მოასპარეზე ჩოგბურთელი ალექსანდრა შუბლაძე.
ეგვიპტეში გამართულ ტურნირში ბოლქვაძეს არცერთი სეტი არ წაუგია. ქართველი ჩოგბურთელისთვის ეს კარიერაში ITF-ის მე-19 ტიტულია, ერთეულთა თანრიგში კი მან ჩემპიონობა მეშვიდედ იზეიმა.
ყველა ახალი ამბავი
0