თბილისში წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება

© National Library of Georgiaსაპარლამენტო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი
საპარლამენტო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2023
გამოწერა
ფესტივალზე წარმოდგენილი წიგნები ფასდაკლებით გაიყიდება
თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. 23 და 24 დეკემბერს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ წიგნების გამოცემა-გავრცელებაში ჩართული ორგანიზაციები. ღონისძიებაზე ფასდაკლებით გაიყიდება როგორც საბავშვო, ასევე მოზრდილთა ლიტერატურა.
გარდა წიგნის გამოფენა-გაყიდვისა, ფესტივალზე მისულ სტუმრებს ლიტერატურული პროგრამა ელოდება. შედგება ახალი პუბლიკაციების პრეზენტაციები და განხილვები.
ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.
ყველა ახალი ამბავი
0