https://sputnik-georgia.com/20231217/saqartvelosi-cifruli-bankebis-raodenoba-izrdeba-285006209.html
საქართველოში ციფრული ბანკების რაოდენობა იზრდება
საქართველოში ციფრული ბანკების რაოდენობა იზრდება
Sputnik საქართველო
საქართველოში პირველი ციფრული ბანკი 2022 წელს დაფუძნდა 17.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-17T11:20+0400
2023-12-17T11:20+0400
2023-12-17T11:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
თანამედროვე ტექნოლოგიები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_253:49:2219:1155_1920x0_80_0_0_733711d014e941f34fe890ac839c461b.jpg
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „პეივ ჯორჯიამ“ ციფრული ბანკის ლიცენზია მიიღო, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.ეს საქართველოში უკვე მესამე ციფრული ბანკია.ახალი ციფრული ბანკის გამოჩენით საქართველოში კომერციული ბანკების რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.რეგულატორის ინფორმაციით, სს "პეივ ჯორჯიას" ბიზნეს მიმართულება ციფრულ ბანკად ფუნქციონირებაა, რომელიც აპირებს ფინანსური პროდუქტების გაერთიანებას და მათ ციფრულ აქტივებთან და ანგარიშების პროგრამირებადობასთან დაკავშირებას. ბანკი მიზნად ისახავს მოემსახუროს ტექნოლოგიურად განვითარებულ კომპანიებს.ეროვნული ბანკის მონაცემებით, სს „პეივ ჯორჯიას" დამფუძნებლები არიან ფინანსურ სექტორში ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი სართაშორისო გამოცდილების მქონე აქციონერები.„სხვადასხვა დროს ისინი მუშაობდნენ ისეთ კომპანიებსა და ორგანიზაციებში, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, Monzo ბანკი, HSBC, Carta Worldwide, ფინტექ კომპანია Big Pay, BT Group და სხვა. გარდა ამისა, მათ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ ისეთ მსხვილ და ცნობილ ფონდებთან, როგორებიცაა Quona Capital, FT Partners, BR Capital, w3.Fund და სხვა ენჯელ ინვესტორები“, - აღნიშნულია განცხადებაში.წყარო - საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_079f7f8df75d8fee8308b7dea85448f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , თანამედროვე ტექნოლოგიები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , თანამედროვე ტექნოლოგიები
საქართველოში ციფრული ბანკების რაოდენობა იზრდება
საქართველოში პირველი ციფრული ბანკი 2022 წელს დაფუძნდა
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „პეივ ჯორჯიამ“ ციფრული ბანკის ლიცენზია მიიღო, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ეს საქართველოში უკვე მესამე ციფრული ბანკია.
ახალი ციფრული ბანკის გამოჩენით საქართველოში კომერციული ბანკების რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.
რეგულატორის ინფორმაციით, სს "პეივ ჯორჯიას" ბიზნეს მიმართულება ციფრულ ბანკად ფუნქციონირებაა, რომელიც აპირებს ფინანსური პროდუქტების გაერთიანებას და მათ ციფრულ აქტივებთან და ანგარიშების პროგრამირებადობასთან დაკავშირებას. ბანკი მიზნად ისახავს მოემსახუროს ტექნოლოგიურად განვითარებულ კომპანიებს.
„საქართველოში ციფრული ბანკის მოდელის განვითარებით ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ინოვაციური ბიზნეს მოდელების განვითარებას, ფინანსური პროდუქტების მრავალფეროვნებას, მომხმარებლის გარშემო არსებულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე მორგებული, მოხერხებული, სწრაფი და ხელმისაწვდომი ციფრული ფინანსური ეკოსისტემის განვითარებას, ახალი ტექნოლოგიური მოთამაშეების შემოსვლას და კონკურენციის გაზრდას საფინანსო სექტორში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, სს „პეივ ჯორჯიას" დამფუძნებლები არიან ფინანსურ სექტორში ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი სართაშორისო გამოცდილების მქონე აქციონერები.
„სხვადასხვა დროს ისინი მუშაობდნენ ისეთ კომპანიებსა და ორგანიზაციებში, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, Monzo ბანკი, HSBC, Carta Worldwide, ფინტექ კომპანია Big Pay, BT Group და სხვა. გარდა ამისა, მათ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ ისეთ მსხვილ და ცნობილ ფონდებთან, როგორებიცაა Quona Capital, FT Partners, BR Capital, w3.Fund და სხვა ენჯელ ინვესტორები“, - აღნიშნულია განცხადებაში.