https://sputnik-georgia.com/20231217/premier-ministri-otar-ioselianis-gardacvalebis-gamo-mwuxarebas-gamotqvams-285010534.html
პრემიერ-მინისტრი ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
პრემიერ-მინისტრი ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
Sputnik საქართველო
ოთარ იოსელიანს ჰქონდა საკუთარი სტილი, რომელიც მხოლოდ დიდ რეჟისორებს ახასიათებთ, დაწერა პრემიერმა 17.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-17T19:52+0400
2023-12-17T19:52+0400
2023-12-17T19:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
კულტურა საქართველოში
ქართული კინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24416/42/244164246_0:336:2979:2012_1920x0_80_0_0_ee0b9a3c688dd20e0fbc2f07761d96a7.jpg
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცნობილი კინორეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.დიდი კინორეჟისორის გარდაცვალების შესახებ კვირას, 17 დეკემბერს გახდა ცნობილი. ოთარ იოსელიანი თებერვალში 90 წლის გახდებოდა.1980-იანი წლებიდან ოთარ იოსელიანი საფრანგეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, რეჟისორი ბოლო პერიოდში თბილისში იმყოფებოდა და აქ გარდაიცვალა.ოთარ იოსელიანი 1934 წელს თბილისში დაიბადა. პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი აპრილი გადაიღო 1962 წელს. 1966 წელს გადაღებულმა სრულმეტრაჟიანმა სადებიუტო ფილმმა „გიორგობისთვე“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოპრესის ჯილდო მიიღო. 1976 წელს იოსელიანს სურათისთვის „პასტორალი“ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო გადაეცა.მაყურებლისთვის ასევე ცნობილია მისი ფილმებია „მთვარის ფავორიტები", „და იქმნა ნათელი", „ზამთრის სიმღერა" და სხვ.2010 წლის კანის კინოფესტივალზე არასაკონკურსო ჩვენებაში რეჟისორის ახალი ფილმი „შანტრაპა“ წარადგინეს. 2011 წელს ოთარ იოსელიანმა მიღწევებისთვის მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალზე CineMerit-ის ჯილდო მიიღო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24416/42/244164246_25:330:2316:2048_1920x0_80_0_0_8a8642de4a304b510096bf5e9b0d642a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კულტურა საქართველოში, ქართული კინო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კულტურა საქართველოში, ქართული კინო
პრემიერ-მინისტრი ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ოთარ იოსელიანს ჰქონდა საკუთარი სტილი, რომელიც მხოლოდ დიდ რეჟისორებს ახასიათებთ, დაწერა პრემიერმა
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცნობილი კინორეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.
დიდი კინორეჟისორის გარდაცვალების შესახებ კვირას, 17 დეკემბერს გახდა ცნობილი. ოთარ იოსელიანი თებერვალში 90 წლის გახდებოდა.
„ოთარ იოსელიანს ჰქონდა საკუთარი სტილი, რომელიც მხოლოდ დიდ რეჟისორებს ახასიათებთ. მისმა ფილმებმა ჩვენს ქვეყანას არაერთი საერთაშორისო აღიარება მოუტანა. თანავუგრძნობ ყველას, ოჯახს, მაყურებელს, მეგობრებსა და კოლეგებს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.
1980-იანი წლებიდან ოთარ იოსელიანი საფრანგეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, რეჟისორი ბოლო პერიოდში თბილისში იმყოფებოდა და აქ გარდაიცვალა.
ოთარ იოსელიანი 1934 წელს თბილისში დაიბადა. პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი აპრილი გადაიღო 1962 წელს. 1966 წელს გადაღებულმა სრულმეტრაჟიანმა სადებიუტო ფილმმა „გიორგობისთვე“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოპრესის ჯილდო მიიღო. 1976 წელს იოსელიანს სურათისთვის „პასტორალი“ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო გადაეცა.
მაყურებლისთვის ასევე ცნობილია მისი ფილმებია „მთვარის ფავორიტები", „და იქმნა ნათელი", „ზამთრის სიმღერა" და სხვ.
2010 წლის კანის კინოფესტივალზე არასაკონკურსო ჩვენებაში რეჟისორის ახალი ფილმი „შანტრაპა“ წარადგინეს. 2011 წელს ოთარ იოსელიანმა მიღწევებისთვის მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალზე CineMerit-ის ჯილდო მიიღო.