https://sputnik-georgia.com/20231217/kvaracxelias-axali-rekordi-285009596.html
ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში ახალი რეკორდი დაამყარა
ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში ახალი რეკორდი დაამყარა
Sputnik საქართველო
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონზე ხუთი გოლი გაიტანა და გახდა სამი საგოლე გადაცემის ავტორი, პირველ სეზონზე მის ანგარიშზეა 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემა. 17.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-17T17:42+0400
2023-12-17T17:42+0400
2023-12-17T17:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/08/272821540_0:0:1440:810_1920x0_80_0_0_0cb20e177e65bbfec9e48df4b6f03a70.jpg
თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და იტალიის „ნაპოლის“ ფეხბურთელმა, 22 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში გატანილი გოლებისა და საგოლე პასების რაოდენობით მორიგი რეკორდი დაამყარა - ბოლო 20 წლის განმავლობაში ამას მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა მიაღწია. იუწყება ფეხბურთის სტატისტიკისა და ანალიზის გვერდი Opta.კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონზე ხუთი გოლი გაიტანა და გახდა სამი საგოლე გადაცემის ავტორი, პირველ სეზონზე მის ანგარიშზეა 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემა.მასზე ახალგაზრდები, რომლებმაც მსგავსი შედეგი აჩვენეს, მხოლოდ დომენიკო ბერარდი და ალეშანდრო პატო იყვნენ. ბერარდი „სასუოლოში“ ჩატარებულ პირველ 42 მატჩში 31 გოლში მონაწილეობდა, ხოლო პატომ „ინტერსა“ და „მილანში“ გამართულ 45 შეხვედრაში 30 გოლში შეიტანა წვლილი, წერს „ოპტა“.გუშინ „ნაპოლიმ“ კვარაცხელიას გოლის წყალობით ანგარიშით 2:1 „კალიარის“ მოუგო. იტალიის ჩემპიონატის მატჩში კვარაცხელიას გოლმა „ნაპოლის“ მოგება მოუტანაკვარამ თავი ისახელა 75-ე წუთზე - მან გადამწყვეტი გოლი ვიქტორ ოსიმენის პასის შემდეგ გაიტანა.16 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 27 ქულით სატურნირო ცხრილის მეოთხე სტრიქონს იკავებს. პირველ ადგილზეა მილანის „ინტერი“ 38 ქულით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/08/272821540_0:0:1440:1080_1920x0_80_0_0_f8ed452ca64a541c3f232a868fb2adaa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში ახალი რეკორდი დაამყარა
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონზე ხუთი გოლი გაიტანა და გახდა სამი საგოლე გადაცემის ავტორი, პირველ სეზონზე მის ანგარიშზეა 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემა.
თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და იტალიის „ნაპოლის“ ფეხბურთელმა, 22 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში გატანილი გოლებისა და საგოლე პასების რაოდენობით მორიგი რეკორდი დაამყარა - ბოლო 20 წლის განმავლობაში ამას მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა მიაღწია. იუწყება ფეხბურთის სტატისტიკისა და ანალიზის გვერდი Opta.
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონზე ხუთი გოლი გაიტანა და გახდა სამი საგოლე გადაცემის ავტორი, პირველ სეზონზე მის ანგარიშზეა 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემა.
„ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში 49 მატჩი ჩაატარა და 30 გოლში მიიღო მონაწილეობა – 17 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2004-2005 წლებიდან მოყოლებული, ხვიჩა მხოლოდ მესამე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვისაც იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ პირველ 50 მატჩში ასეთი მაჩვენებელი დაუგროვდა“, - წერს „ოპტა“.
მასზე ახალგაზრდები, რომლებმაც მსგავსი შედეგი აჩვენეს, მხოლოდ დომენიკო ბერარდი და ალეშანდრო პატო იყვნენ. ბერარდი „სასუოლოში“ ჩატარებულ პირველ 42 მატჩში 31 გოლში მონაწილეობდა, ხოლო პატომ „ინტერსა“ და „მილანში“ გამართულ 45 შეხვედრაში 30 გოლში შეიტანა წვლილი, წერს „ოპტა“.
გუშინ „ნაპოლიმ“ კვარაცხელიას გოლის წყალობით ანგარიშით 2:1 „კალიარის“ მოუგო.
კვარამ თავი ისახელა 75-ე წუთზე - მან გადამწყვეტი გოლი ვიქტორ ოსიმენის პასის შემდეგ გაიტანა.
16 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 27 ქულით სატურნირო ცხრილის მეოთხე სტრიქონს იკავებს. პირველ ადგილზეა მილანის „ინტერი“ 38 ქულით.