გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილი 2 წლის ბავშვის ოპერაციის ხარჯებს სახელმწიფო სრულად დაფარავს

© photo: Sputnik / Viktor Tolochkoოპერაცია
ოპერაცია - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2023
გამოწერა
ძაღლმა ჯერ ერთი ბავშვი დაკბინა, ხოლო შემდეგ მეორე ბავშვს დაესხა თავს.
თბილისი, 17 დეკემბერი - Sputnik. გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილი მცირეწლოვნის, 2 წლის ლაზარე ნაკაშიძის ოპერაციის ხარჯებს სახელმწიფო სრულად დაფარავს, ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში შაბათს მოხდა. მიუსაფარმა ძაღლმა ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაკბინა, ბავშვებიდან ერთი 5 წლის, ხოლო მეორე 2 წლისა და 7 თვისაა. ისინი ძმები არიან. განსაკუთრებით მძიმეა უმცროსი ბიჭის მდგომარეობა. მას დაზიანებები თავის ქალაზე აქვს მიყენებული. ბავშვი თბილისში, იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. უფროსი ძმის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„სამწუხარო ამბავი მოხდა ოზურგეთში, 2 წლის ბიჭი პიტბულმა დაკბინა. ვიცი, რომ ყველანი ნერვიულობთ და განიცდით მომხდარს. ჩვენ ჩართული ვართ და ოჯახთან, ექიმებთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებთ მის დასახმარებლად. ექიმებმა კი მაქსიმუმი შეძლეს და, როგორც ვიცით, უკვე პროგნოზი საიმედოა. მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს მხარდაჭერისთვის და სწრაფი რეაგირებისთვის. სახელმწიფო ოპერაციას სრულად დააფინანსებს!“ - დაწერა მუნიციპალიტეტის მერმა.

თვითმხილველების თქმით, როცა ძაღლი ბავშებს თავს დაესხა, ამ დროს მათთან ერთად დედაც იმყოფებოდა. შემდეგ მათ მეზობელი მიეშველა.
ძაღლმა ჯერ ერთი ბავშვი დაკბინა. როცა პატარას დედა-შვილის საცხოვრებელ სახლთან ავტომობილში სვამდნენ, რათა კლინიკაში გადაეყვანათ, ძაღლი მეორე ბავშვს დაესხა თავს და უმძიმესი დაზიანებები მიაყენა. მეზობლების ინფორმაციით, დედამ ის უგონო მდგომარეობაში იპოვა.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ყველა ახალი ამბავი
0