https://sputnik-georgia.com/20231217/gardaicvala-cnobili-qartveli-rejisori-otar-ioseliani-285008219.html
გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი
გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი
Sputnik საქართველო
1980-იანი წლებიდან ოთარ იოსელიანი საფრანგეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. 17.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-17T14:56+0400
2023-12-17T14:56+0400
2023-12-18T10:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
ქართული კინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23000/33/230003313_0:134:3164:1914_1920x0_80_0_0_b21aabc9dda0855ead8956a8b078a139.jpg
თბილისი, 17 დეკემბერი - Sputnik. ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.1980-იანი წლებიდან ოთარ იოსელიანი საფრანგეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, რეჟისორი ბოლო პერიოდში თბილისში იმყოფებოდა და აქ გარდაიცვალა.ოთარ იოსელიანი 1934 წელს თბილისში დაიბადა. პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი აპრილი გადაიღო 1962 წელს. 1966 წელს გადაღებულმა სრულმეტრაჟიანმა სადებიუტო ფილმმა „გიორგობისთვე“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოპრესის ჯილდო მიიღო. 1976 წელს იოსელიანს სურათისთვის „პასტორალი“ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო გადაეცა.მაყურებლისთვის ასევე ცნობილია მისი ფილმებია „მთვარის ფავორიტები", „და იქმნა ნათელი", „ზამთრის სიმღერა" და სხვ.2010 წლის კანის კინოფესტივალზე არასაკონკურსო ჩვენებაში რეჟისორის ახალი ფილმი „შანტრაპა“ წარადგინეს. 2011 წელს ოთარ იოსელიანმა მიღწევებისთვის მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალზე CineMerit-ის ჯილდო მიიღო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23000/33/230003313_217:0:2948:2048_1920x0_80_0_0_73d72007cac03847c59543c1aeb0e58b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კინო
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კინო
გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი
14:56 17.12.2023 (განახლებულია: 10:04 18.12.2023) 1980-იანი წლებიდან ოთარ იოსელიანი საფრანგეთში ცხოვრობდა და მუშაობდა.
თბილისი, 17 დეკემბერი - Sputnik. ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
1980-იანი წლებიდან ოთარ იოსელიანი საფრანგეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, რეჟისორი ბოლო პერიოდში თბილისში იმყოფებოდა და აქ გარდაიცვალა.
ოთარ იოსელიანი 1934 წელს თბილისში დაიბადა. პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი აპრილი გადაიღო 1962 წელს. 1966 წელს გადაღებულმა სრულმეტრაჟიანმა სადებიუტო ფილმმა „გიორგობისთვე“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოპრესის ჯილდო მიიღო. 1976 წელს იოსელიანს სურათისთვის „პასტორალი“ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო გადაეცა.
მაყურებლისთვის ასევე ცნობილია მისი ფილმებია „მთვარის ფავორიტები", „და იქმნა ნათელი", „ზამთრის სიმღერა" და სხვ.
2010 წლის კანის კინოფესტივალზე არასაკონკურსო ჩვენებაში რეჟისორის ახალი ფილმი „შანტრაპა“ წარადგინეს. 2011 წელს ოთარ იოსელიანმა მიღწევებისთვის მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალზე CineMerit-ის ჯილდო მიიღო.