ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე 2 ათასამდე ნერგი დაირგო

© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ნერგები დაირგო
ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ნერგები დაირგო - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2023
გამოწერა
მსგავსი პროექტების მიზანია მუზეუმმა გრძელვადიან პერსპექტივაში მრავალმხრივი სარგებლის მიღება შეძლოს.
თბილისი, 17 დეკემბერი - Sputnik. თბილისში, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ბროწეულის, რაჭული კაკლის, კავკასიური ცაცხვის, ბამბუკის, თხილის, შინდის, ვარდისა და ვაზის 2 ათასამდე ნერგი დაირგო, ნათქვამია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ნერგების დარგვის პროცესში ფოლკლორულმა ანსამბლებმა „დიდგორმა“ და „მართვემ“ მიიღეს მონაწილეობა. პროცესში ჩართულები იყვნენ ასევე მებაღე ზურა შევარდნაძე და ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი.
„მუზეუმის ტერიტორიის თხილისა და შინდის ხეებით განაშენიანების შედეგად, მომავალში მუზეუმს წნული ღობეებისა თუ ნალიების რეაბილიტაციისთვის მასალის ყიდვა აღარ დასჭირდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საკუთარი რესურსით უზრუნველყოფს", - აღნიშნულია განცხადებაში.
მუზეუმის ახალი ნერგებით განაშენიანებას კოორდინაციას უწევს დეკორატიული მცენარეების სანერგე „გარდენია შევარდნაძე“.
ეთნოგრაფიული მუზეუმის გამწვანების პირველი ეტაპი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, 2022 წლის შემოდგომაზე დაიწყო. მუზეუმის მთელ ტერიტორიაზე 7 ათასი ძირი ნუშის, იასამნისა და კვიდოს ნერგი უკვე დაირგო.
ყველა ახალი ამბავი
0