არასრულწლოვანი დამნაშავეები და მსხვერპლები საქართველოში - ბოლო მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2023
გამოწერა
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ არასრულწლოვანთა რაოდენობამ 502 პირი შეადგინა, მათი ძირითადი ნაწილი ქურდობაშია ბრალდებული, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
უწყების ცნობით, სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული 14-დან 18 წლამდე ასაკის 502 პირიდან 39 უკვე იხდიდა პირობით სასჯელს.
„საქსტატის“ ცნობით, არასრულწლოვნებს ბრალი ედებათ შემდეგ დანაშაულებში:
ქურდობა (360 ბრალდებული)
ძარცვა (55 ბრალდებული)
ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება (28 ბრალდებული)
ძალადობა (31 ბრალდებული)
ყაჩაღობა (31 ბრალდებული).
ამავდროულად, „საქსტატის“ ინფორმაციით, სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად 18 წლამდე ასაკის 1283 პირი აღიარეს, მათგან 534 ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, 162 – სექსუალური დანაშაულის, 39 – გაუპატიურების.
კიდევ 141 ბავშვი აღიარებულია მუქარის მსხვერპლად, 162 – ცემის, 140 – სატრანსპორტო დანაშაულის.
გარდა ამისა, ექვსი ბავშვი იძულებითი ქორწინების მსხვერპლია, ხუთი – ადამიანით ვაჭრობის, რვა – მკვლელობის, ორი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლია, 24 არასრულწლოვანი კი დაშავებულია.
საქართველოში მოქმედებს კანონი არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომლის შედეგად გამარტივებულია არასრულწლოვანის სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად აღიარების პროცედურა, ხოლო არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა.
რაც შეეხება პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, ის რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით და გულისხმობს უფრო რბილი სასჯელის გამოყენებას, ვიდრე ზრდასრულთათვის.
ყველა ახალი ამბავი
0