https://sputnik-georgia.com/20231216/saeklesio-kalendari-16-dekemberi-284990205.html
საეკლესიო კალენდარი: 16 დეკემბერი
საეკლესიო კალენდარი: 16 დეკემბერი
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 16 დეკემბერს წინასწარმეტყველ სოფონიას, ღირსი თეოდულე კონსტანტინოპოლელის, ღირსი იოანე მდუმარის, მღვდელმოწამისა თეოდორეს... 16.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-16T09:00+0400
2023-12-16T09:00+0400
2023-12-16T09:00+0400
საქართველო
რელიგია
საეკლესიო კალენდარი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24549/57/245495710_0:48:1000:611_1920x0_80_0_0_026914c4266dd2fc33244bc71518fefe.jpg
Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.წინასწარმეტყველი სოფონიაწინასწარმეტყველი სოფონია, ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, წინასწარმეტყველ იერემიას და წინასწარმეტყველი ქალის, ოლდამას თანამედროვე იყო. იგი დიდგვაროვანთა ჩამომავალი იყო და სამეფო სასახლეში ცხოვრობდა.წმიდა სოფონიამ წინასწარ განჭვრიტა ის უბედურება, რომელიც იუდეისა და მის მოსაზღვრე სამეფოთა მკვიდრთ დაატყდათ თავს.ღირსი თეოდულე კონსტანტინოპოლელიღირსი თეოდულე კონსტანტინოპოლის ეპარქი იყო თეოდოსი დიდის ზეობისას. მეუღლის სიკვდილის შემდეგ მან ქალაქ ედესას მიაშურა და ოცდათვრამეტი წელი მოღვაწეობდა სვეტზე. უფლის რჩეული დაახლოებით 440 წელს მიიცვალა.ღირსი იოანე მდუმარე - ყოფილი კოლონიელი ეპისკოპოსიღირსი იოანე მდუმარე დაახლოებით 454 წელს დაიბადა სომხეთის ნიკოპოლში, მხედართმთავარ ენკრატიუსისა და მისი მეუღლის, ეფემიას ოჯახში. ყმაწვილმა ადრევე დაიწყო წმიდა წერილის შესწავლა და მთელი გულით შეიყვარა განმარტოება და ლოცვა.მშობლების გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიღებული ქონებით იოანემ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ააგო. თვრამეტი წლის ასაკიდან ნეტარი სხვა ათ ბერთან ერთად ამ ტაძართან ცხოვრობდა. ქალაქ კოლონის მკვიდრთა თხოვნით სებასტიელმა მიტროპოლიტმა ოცდარვა წლის იოანეს ეპისკოპოსად დაასხა ხელი. წმიდანი მწყემსმთავრად დადგინების შემდეგაც უწინდებურად ასკეტურად ცხოვრობდა.იოანეს ეპისკოპოსობის მეათე წელს სომხეთის მმართველად დაადგინეს ბაზინიკი - მწყემსმთავრის დის, მარიამის მეუღლე. ახალი ხელისუფალი მბრძანებლურად ერეოდა სასულიერო და საეკლესიო საქმეებში, რამაც ეკლესიურ ცხოვრებაში არეულობა გამოიწვია. მაშინ წმიდა იოანე კონსტანტინოპოლში ჩავიდა და მთავარეპისკოპოს ექვთიმეს შუამდგომლობით იმპერატორ ზენონს სთხოვა, სომხეთის ეკლესია დაეცვა უხეში ხელყოფისაგან.საერთო შფოთითა და ბრძოლებით დამწუხრებულმა ნეტარმა მწყემსმთავარმა ფარულად დატოვა ეპარქია და იერუსალიმში მიმავალ ხომალდზე ავიდა. მან ცრემლებით შესთხოვა უფალს, მიენიშნებინა, სად უნდა განეგრძო მოღვაწეობა. ღმერთმა შეისმინა წმიდანის ვედრება: მას გამოუჩნდა ვარსკვლავი, რომელიც საბა განწმენდილის ლავრამდე მიუძღვა. იოანე, რომელმაც დამალა თავისი ხარისხი, სავანეში უბრალო მორჩილად მიიღეს. წმიდა იღუმენის, საბას კურთხევით ღირსი იოანე ოთხ წელიწადზე მეტ ხანს ყველაზე მძიმე სამუშაოებს ასრულებდა. უფლის რჩეულის სიმდაბლე და შრომისმოყვარეობა რომ იხილა, წინამძღვარმა, იგი ხუცესად ხელდასხმის ღირსად ჩათვალა. მაშინ იოანე იძულებული გახდა, რომ იერუსალიმის პატრიარქის, ილიასთვის (494-517) გაემხილა თავისი საიდუმლო. პატრიარქის კურთხევით წმიდანმა მდუმარების ღვაწლი იტვირთა.ღირსმა იოანე მდუმარემ ასოთხი წლის ასაკში მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.მღვდელმოწამე თეოდორე - ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსიმღვდელმოწამე თეოდორე ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი ალექსანდრიელ პატრიარქთა ნუსხაში არ ჩანს. ვარაუდობენ, რომ თეოდორე იმიტომ იწოდება მთავარეპისკოპოსად, რომ ის ქრისტიანობას დაუცხრომლად ქადაგებდა და მთელ ალექსანდრიას განამტკიცებდა სარწმუნოებაში.მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
https://sputnik-georgia.com/20231215/saeklesio-kalendari-15-dekemberi-284948672.html
https://sputnik-georgia.com/20231214/saeklesio-kalendari-14-dekemberi-284908399.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24549/57/245495710_0:0:1000:750_1920x0_80_0_0_a2ee65a266085d8e88ece2b4a9051753.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რელიგია, საეკლესიო კალენდარი
საქართველო, რელიგია, საეკლესიო კალენდარი
საეკლესიო კალენდარი: 16 დეკემბერი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 16 დეკემბერს წინასწარმეტყველ სოფონიას, ღირსი თეოდულე კონსტანტინოპოლელის, ღირსი იოანე მდუმარის, მღვდელმოწამისა თეოდორეს, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
წინასწარმეტყველი სოფონია, ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, წინასწარმეტყველ იერემიას და წინასწარმეტყველი ქალის, ოლდამას თანამედროვე იყო. იგი დიდგვაროვანთა ჩამომავალი იყო და სამეფო სასახლეში ცხოვრობდა.
წმიდა სოფონიამ წინასწარ განჭვრიტა ის უბედურება, რომელიც იუდეისა და მის მოსაზღვრე სამეფოთა მკვიდრთ დაატყდათ თავს.
ღირსი თეოდულე კონსტანტინოპოლელი
ღირსი თეოდულე კონსტანტინოპოლის ეპარქი იყო თეოდოსი დიდის ზეობისას. მეუღლის სიკვდილის შემდეგ მან ქალაქ ედესას მიაშურა და ოცდათვრამეტი წელი მოღვაწეობდა სვეტზე. უფლის რჩეული დაახლოებით 440 წელს მიიცვალა.
ღირსი იოანე მდუმარე - ყოფილი კოლონიელი ეპისკოპოსი
ღირსი იოანე მდუმარე დაახლოებით 454 წელს დაიბადა სომხეთის ნიკოპოლში, მხედართმთავარ ენკრატიუსისა და მისი მეუღლის, ეფემიას ოჯახში. ყმაწვილმა ადრევე დაიწყო წმიდა წერილის შესწავლა და მთელი გულით შეიყვარა განმარტოება და ლოცვა.
მშობლების გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიღებული ქონებით იოანემ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ააგო. თვრამეტი წლის ასაკიდან ნეტარი სხვა ათ ბერთან ერთად ამ ტაძართან ცხოვრობდა. ქალაქ კოლონის მკვიდრთა თხოვნით სებასტიელმა მიტროპოლიტმა ოცდარვა წლის იოანეს ეპისკოპოსად დაასხა ხელი. წმიდანი მწყემსმთავრად დადგინების შემდეგაც უწინდებურად ასკეტურად ცხოვრობდა.
იოანეს ეპისკოპოსობის მეათე წელს სომხეთის მმართველად დაადგინეს ბაზინიკი - მწყემსმთავრის დის, მარიამის მეუღლე. ახალი ხელისუფალი მბრძანებლურად ერეოდა სასულიერო და საეკლესიო საქმეებში, რამაც ეკლესიურ ცხოვრებაში არეულობა გამოიწვია. მაშინ წმიდა იოანე კონსტანტინოპოლში ჩავიდა და მთავარეპისკოპოს ექვთიმეს შუამდგომლობით იმპერატორ ზენონს სთხოვა, სომხეთის ეკლესია დაეცვა უხეში ხელყოფისაგან.
საერთო შფოთითა და ბრძოლებით დამწუხრებულმა ნეტარმა მწყემსმთავარმა ფარულად დატოვა ეპარქია და იერუსალიმში მიმავალ ხომალდზე ავიდა. მან ცრემლებით შესთხოვა უფალს, მიენიშნებინა, სად უნდა განეგრძო მოღვაწეობა. ღმერთმა შეისმინა წმიდანის ვედრება: მას გამოუჩნდა ვარსკვლავი, რომელიც საბა განწმენდილის ლავრამდე მიუძღვა. იოანე, რომელმაც დამალა თავისი ხარისხი, სავანეში უბრალო მორჩილად მიიღეს. წმიდა იღუმენის, საბას კურთხევით ღირსი იოანე ოთხ წელიწადზე მეტ ხანს ყველაზე მძიმე სამუშაოებს ასრულებდა. უფლის რჩეულის სიმდაბლე და შრომისმოყვარეობა რომ იხილა, წინამძღვარმა, იგი ხუცესად ხელდასხმის ღირსად ჩათვალა. მაშინ იოანე იძულებული გახდა, რომ იერუსალიმის პატრიარქის, ილიასთვის (494-517) გაემხილა თავისი საიდუმლო. პატრიარქის კურთხევით წმიდანმა მდუმარების ღვაწლი იტვირთა.
ღირსმა იოანე მდუმარემ ასოთხი წლის ასაკში მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.
მღვდელმოწამე თეოდორე - ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი
მღვდელმოწამე თეოდორე ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი ალექსანდრიელ პატრიარქთა ნუსხაში არ ჩანს. ვარაუდობენ, რომ თეოდორე იმიტომ იწოდება მთავარეპისკოპოსად, რომ ის ქრისტიანობას დაუცხრომლად ქადაგებდა და მთელ ალექსანდრიას განამტკიცებდა სარწმუნოებაში.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით