პოლონეთში ათასობით ევროს ღირებულების სუნამოების ქურდობის ფაქტზე ქართველი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2023
გამოწერა
დაკავებულს პოლონეთის ხუთ ქალაქში მომხდარ ქურდობებში ედება ბრალი
თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. პოლონეთის ქალაქ გდანსკში 8,6 ათასი ევროს ღირებულების სუნამოს ქურდობის ბრალდებით 21 წლის ქართველი დააკავეს, იუწყება პოლონური მედია პროკურატურაზე დაყრდნობით.
მამაკაცს ბრალად ედება სხვადასხვა ქალაქების მაღაზიებიდან ქურდობის რამდენიმე ეპიზოდი. ის დააკავეს მას შემდეგ, რაც დაცვის თანამშრომელმა მაღაზიიდან დაახლოებით 700 ევროს ღირებულების სუნამოების ქურდობის ფაქტი შეამჩნია.
მამაკაცმა დაცვის თანამშრომელთან ჩხუბი დაიწყო და ის პოლიციამ დააკავა. ის ეჭვმიტანილია ხუთ ქალაქში მომხდარ ქურდობებში.
ახლა პროკურატურა დაკავებულის დაპატიმრებას მოითხოვს.
ყველა ახალი ამბავი
0