https://sputnik-georgia.com/20231216/mickevicis-qucaze-avtotransporti-ormxrivad-18-dekembridan-imozravebs-284996027.html
მიცკევიჩის ქუჩაზე ტრანსპორტი ორმხრივად 18 დეკემბრიდან იმოძრავებს
მიცკევიჩის ქუჩაზე ტრანსპორტი ორმხრივად 18 დეკემბრიდან იმოძრავებს
Sputnik საქართველო
საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. 16.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-16T18:03+0400
2023-12-16T18:03+0400
2023-12-16T19:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ვითარება გზებზე
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23905/74/239057457_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_1a6f6b7ab488f84e3eab7486e1ed76f3.jpg
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა 18 დეკემბრიდან სრულად აღდგება, იუწყება დედაქალაქის მერია.უწყების ცნობით, საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. მიცკევიჩის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის 1 აგვისტოს დაიწყო. პროექტისათვის ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.რეაბილიტაციის ფარგლებში ქუჩაზე უკვე მოეწყო ტროტუარები, პანდუსები და სანიაღვრე ქსელი; მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა საჰაერო ელექტროსადენები და სრულად მოწესრიგდა ბუნებრივი აირის დაზიანებული მიწისქვეშა ქსელი.გარდა ამისა, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მთლიანად ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები, რომლის ფართობი ჯამში 19.800 კვადრატული მეტრია.პროექტის ბოლო ეტაპის სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23905/74/239057457_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_28b63066c351b52ab4c18c179a1832d7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში
მიცკევიჩის ქუჩაზე ტრანსპორტი ორმხრივად 18 დეკემბრიდან იმოძრავებს
18:03 16.12.2023 (განახლებულია: 19:33 16.12.2023) საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება.
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა 18 დეკემბრიდან სრულად აღდგება, იუწყება დედაქალაქის მერია.
უწყების ცნობით, საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. მიცკევიჩის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის 1 აგვისტოს დაიწყო. პროექტისათვის ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.
რეაბილიტაციის ფარგლებში ქუჩაზე უკვე მოეწყო ტროტუარები, პანდუსები და სანიაღვრე ქსელი; მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა საჰაერო ელექტროსადენები და სრულად მოწესრიგდა ბუნებრივი აირის დაზიანებული მიწისქვეშა ქსელი.
„ამ ეტაპისათვის 7800 კვ მეტრის გზის სავალ ნაწილზე სრულდება ასფალტის საფარის დაგება და გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა“, - აღნიშნავენ მერიაში.
გარდა ამისა, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მთლიანად ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები, რომლის ფართობი ჯამში 19.800 კვადრატული მეტრია.
პროექტის ბოლო ეტაპის სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.