https://sputnik-georgia.com/20231216/iaponiis-qalaq-saportosi-qartuli-rvino-waradgines-284995845.html
იაპონიის ქალაქ საპოროში ქართული ღვინო წარადგინეს
იაპონიის ქალაქ საპოროში ქართული ღვინო წარადგინეს
Sputnik საქართველო
ექვსი სახეობის ქართული ღვინო სტუმრებს სომელიე ჰიროში მაცუიმ წარუდგინა. 16.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-16T19:18+0400
2023-12-16T19:18+0400
2023-12-16T19:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
იაპონია
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24080/17/240801795_0:149:1109:773_1920x0_80_0_0_4d0a26226043290c265710f235085fa7.jpg
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. იაპონიის ქალაქ საპოროში რესტორნებისა და ღვინის მაღაზიების მფლობელი სადისტრიბუციო კომპანია Washidu-ს წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა, ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის დირექტორი, ღვინის ცნობილი მაგისტრი კენიჩი ოჰაში უძღვებოდა.პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას ქართული ღვინის ისტორიის, ტრადიციების, საქართველოს ვაზის ძირითადი ჯიშებისა და თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრიის შესახებ.ექვსი სახეობის ქართული ღვინო სტუმრებს სომელიე ჰიროში მაცუიმ წარუდგინა.იაპონიაში ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოეწყო. შემდგომ წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში Foodex Japan და Wine and Gourmet Japan, ადგილობრივ ღვინის კონკურსებში.ქართული ღვინო მსოფლიო გამოფენებზე: ბოლო ექვსი თვის მონაცემები >>მიმდინარე წლის ოქტომბერში იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გაიმართა ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაცია, რომელსაც 80-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის, სომელიეები, იმპორტიორები, ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები.2019 წელს, იაპონიის დედაქალაქში გაიმართა მასშტაბური გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“, რომელმაც, ორი თვის განმავლობაში, ათასობით დამთვალიერებელს უმასპინძლა.ღვინის ეროვნული სააგენტო კომპანია Red Bridge-თან 2017 წლიდან თანამშრომლობს. კომპანიის საქმიანობა იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის მარკეტინგულ ღონისძიებებს მოიცავს.იაპონია მრავალი წელია საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს, სადაც პრემიუმ-ხარისხის ძვირადღირებული ღვინოები გადის.
საქართველო
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24080/17/240801795_1:0:1109:831_1920x0_80_0_0_fdee14e92adf63d364dc267aab5f0755.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, იაპონია , ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, იაპონია , ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო
იაპონიის ქალაქ საპოროში ქართული ღვინო წარადგინეს
ექვსი სახეობის ქართული ღვინო სტუმრებს სომელიე ჰიროში მაცუიმ წარუდგინა.
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. იაპონიის ქალაქ საპოროში რესტორნებისა და ღვინის მაღაზიების მფლობელი სადისტრიბუციო კომპანია Washidu-ს წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა, ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის დირექტორი, ღვინის ცნობილი მაგისტრი კენიჩი ოჰაში უძღვებოდა.
პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას ქართული ღვინის ისტორიის, ტრადიციების, საქართველოს ვაზის ძირითადი ჯიშებისა და თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრიის შესახებ.
ექვსი სახეობის ქართული ღვინო სტუმრებს სომელიე ჰიროში მაცუიმ წარუდგინა.
„სადისტრიბუციო კომპანია Washidu-ს წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის და გაყიდვების ზრდას იაპონიის ბაზარზე“, - აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
იაპონიაში ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოეწყო. შემდგომ წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში Foodex Japan და Wine and Gourmet Japan, ადგილობრივ ღვინის კონკურსებში.
მიმდინარე წლის ოქტომბერში იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გაიმართა ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაცია, რომელსაც 80-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის, სომელიეები, იმპორტიორები, ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები.
2019 წელს, იაპონიის დედაქალაქში გაიმართა მასშტაბური გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“, რომელმაც, ორი თვის განმავლობაში, ათასობით დამთვალიერებელს უმასპინძლა.
ღვინის ეროვნული სააგენტო კომპანია Red Bridge-თან 2017 წლიდან თანამშრომლობს. კომპანიის საქმიანობა იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის მარკეტინგულ ღონისძიებებს მოიცავს.
იაპონია მრავალი წელია საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს, სადაც პრემიუმ-ხარისხის ძვირადღირებული ღვინოები გადის.