https://sputnik-georgia.com/20231216/fuladi-gzavnilebi-saqartvelosi-ra-seicvala-284990518.html
ფულადი გზავნილები საქართველოში იზრდება - სტატისტიკა შეიცვალა
ფულადი გზავნილები საქართველოში იზრდება - სტატისტიკა შეიცვალა
Sputnik საქართველო
ფულადი გზავნილების მოცულობით 2023 წლის პირველ 11 თვეში რუსეთი ლიდერობს 16.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-16T10:52+0400
2023-12-16T10:52+0400
2023-12-16T10:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საზოგადოება
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23297/97/232979733_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_675b8e189e670a16728726d2f5cc1c50.jpg
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2023 წლის იანვარი–ნოემბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 6,2%-ით გაიზარდა და 3 მლრდ 814,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.ფულადი გზავნილების მოცულობით 2023 წლის პირველ 11 თვეში რუსეთი ლიდერობს.საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 1.452,8 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 38,1%-ია.საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილების მოცულობა 2023 წლის ნოემბერში, გასული წლის ნოემბერთან შედარებით, 43,8%-ით შემცირდა და 292,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.ნოემბერში რუსეთიდან 75,3 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 25,7%. 2023 წლის ნოემბერში რუსეთიდან 76,2%-ით ნაკლები ფულადი გზავნილები შემოვიდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.გზავნილები საქართველოდან უცხოეთშირაც შეეხება საქართველოდან გაგზავნილი ვალუტის მოცულობას, 2023 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31,3 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0,5%-ით ნაკლებია.2023 წლის 11 თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ გადაირიცხა 321,9 მლნ დოლარი, რაც 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3,9%-ით მეტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23297/97/232979733_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_989243db54e45d7797896e4a914e2f1c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საზოგადოება, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საზოგადოება, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ფულადი გზავნილები საქართველოში იზრდება - სტატისტიკა შეიცვალა
ფულადი გზავნილების მოცულობით 2023 წლის პირველ 11 თვეში რუსეთი ლიდერობს
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2023 წლის იანვარი–ნოემბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 6,2%-ით გაიზარდა და 3 მლრდ 814,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის
ვებ-გვერდზე. ფულადი გზავნილების მოცულობით 2023 წლის პირველ 11 თვეში რუსეთი ლიდერობს.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში – 2023 წლის იანვარი–ნოემბერი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა, % |
რუსეთი | 1.452,8 | -17,0% |
იტალია | 468,9 | 20,7 |
აშშ | 400,8 | 36,9 |
საბერძნეთი | 210,1 | 3,2 |
გერმანია | 208,8 | 45,2 |
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 1.452,8 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 38,1%-ია.
საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილების მოცულობა 2023 წლის ნოემბერში, გასული წლის ნოემბერთან შედარებით, 43,8%-ით შემცირდა და 292,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში – 2023 წლის ნოემბერი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა, % |
რუსეთი | 75,3 | -76,2 |
იტალია | 42,8 | 19,8 |
აშშ | 40,8 | 41,6 |
გერმანია | 20,3 | 32,2 |
საბერძნეთი | 20,1 | 7,8 |
ნოემბერში რუსეთიდან 75,3 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 25,7%. 2023 წლის ნოემბერში რუსეთიდან 76,2%-ით ნაკლები ფულადი გზავნილები შემოვიდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
გზავნილები საქართველოდან უცხოეთში
რაც შეეხება საქართველოდან გაგზავნილი ვალუტის მოცულობას, 2023 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31,3 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0,5%-ით ნაკლებია.
2023 წლის 11 თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ გადაირიცხა 321,9 მლნ დოლარი, რაც 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3,9%-ით მეტია.