თბილისში მთავარი ნაძვისხე აინთო – რამდენ ხანს გაგრძელდება საახალწლო დღესასწაული

© Tbilisi City Hall საახალწლო ნაძვისხე
საახალწლო ნაძვისხე - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2023
გამოწერა
თბილისის ცენტრში 10 იანვრის 23:00 საათამდე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდული იქნება.
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. თბილისში მთავარი საახალწლო ნაძვისხის ანთების ტრადიციული ცერემონია გაიმართა, რაც დედაქალაქში საახალწლო ზეიმის დაწყებას ნიშნავს.
მთავარი ნაძვისხე პარლამენტთან დგას, იქვეა საახალწლო დეკორაციები. გარდა ამისა, ნაძვისხეები ქალაქის სხვადასხვა რაიონშიც აინთო.
16 დეკემბრიდან ორბელიანის მოედნის მიმდებარედ და დედაენის ბაღში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება.
„საახალწლო სოფელში“ მოეწყობა გასტრონომიული მარკეტი, სამეწარმეო მარკეტი, „ცხელი სასმელების ბარი“, „საშობაო ბაზარი“, „საახალწლო ქალაქის“ სახელოსნო და თეატრი, ფოტოზონები, ყინულის მოედანი; იქნება თეატრალიზებული მსვლელობები, საბავშვო ვორქშოფი და ა.შ.
„საახალწლო სოფელში“ დღის მეორე ნახევარი დაეთმობა სხვადასხვა ბენდებისა და შემსრულებლების მუსიკალურ საღამოებს.
ღონისძიებები 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
თბილისის ცენტრში 2024 წლის 10 იანვრის 23:00 საათამდე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდული იქნება.
რამდენს დახარჯავს თბილისის მერია ახალ საახალწლო ნაძვის ხეზე>>
კერძოდ, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება მშრალი ხიდის, იტალიის ქუჩისა და ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე -ათონელის ქუჩიდან ორბელიანის შესახვევის N13-მდე.
ერთი თვის მანძილზე ზაარბრიუკენის მოედნიდან მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით შეძლებენ.
ზვიად გამსახურდიას სანაპიროდან სოლიკო ვირსალაძის ქუჩისკენ მიმავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ათონელის ქუჩამდე იმოძრავებენ, ხოლო შემდეგ მარჯვნივ მოხვევით, გადაადგილებას ჭანტურიას ქუჩის მიმართულებით შეძლებენ.
ყველა ახალი ამბავი
0