საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობა 2024 წელს უცვლელი დარჩება

© photo: Sputnik / David Khizanishvili / გადასვლა მედიაბანკშისამხედრო მოსამსახურეები
სამხედრო მოსამსახურეები - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2023
გამოწერა
ბოლო წლების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეთა შტატი არ იცვლება - წლიდან წლამდე სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა არაუმეტეს 37 ათასი სამხედრო პირით განისაზღვრება.
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.
დადგენილების თანახმად, მომავალ წელს თავდაცვის ძალების რიცხოვნობა არ გადააჭარბებს 37 ათას ადამიანს. ამგვარად, ქართული ჯარის პირადი შემადგენლობის რაოდენობა უცვლელი დარჩება.
ეს შეზღუდვა არ ეხება სამხედრო მდგომარეობას, რეზერვისტებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დროებით საშტატო თანამშრომლებს.
დღეისათვის საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა, ესენია: სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.
ყველა ახალი ამბავი
0