საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2023
გამოწერა
არსებული ინფორმაციით, რიგგარეშე სხდომების მოწვევა დაგეგმილი არ არის.
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პარასკევს, 15 დეკემბერს საშემოდგომო სესიის ფარგლებში მუშაობა დაასრულა – სხდომაზე სახელმწიფო ჰიმნი აჟღერდა.
რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს მთავრდება. არსებული ინფორმაციით, რიგგარეშე სხდომების ჩატარება არ იგეგმება.
კანონის თანახმად, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.
ამგვარად, საკანონმდებლო ორგანო მუშაობას 2024 წლის 6 თებერვალს განაახლებს, ეს მეათე მოწვევის პარლამენტისთვის ბოლო საგაზაფხულო სესია იქნება.
2024 წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ახალ შემადგენლობას განსაზღვრავს.
ყველა ახალი ამბავი
0