როგორ შეიცვალა საქართველოში ევროსტანდარტებით დათვლილი ინფლაციის დონე

© photo: Sputnik / ALEX IMEDASHVILI +995 599 166841სავაჭრო ცენტრი „ბაზარი ორბელიანზე"
სავაჭრო ცენტრი „ბაზარი ორბელიანზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2023
გამოწერა
საქართველოში ევროპული მეთოდოლოგიით დაანგარიშებული ინფლაციის მაჩვენებელი 2023 წლის ნოემბერში ეროვნული წესით გამოთვლილთან შედარებით 0,6 საპროცენტო პუნქტით უფრო დაბალი აღმოჩნდა.
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის ნოემბერში ევროსტანდარტებით დაანგარიშებულმა წლიურმა ინფლაციამ -0,1% შეადგინა, ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებული 0,1% იყო.
ამჟამად საქართველოში ინფლაცია გამოითვლება სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) მიხედვით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში გამოიყენება სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (HICP) და ის ფასების სტაბილურობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
საქართველოში ევროპული მეთოდოლოგიით დაანგარიშებული ინფლაციის მაჩვენებელი 2023 წლის ნოემბერში ეროვნული წესით გამოთვლილთან შედარებით 0,2 საპროცენტო პუნქტით უფრო დაბალი აღმოჩნდა.
რა განსხვავებაა მეთოდოლოგიებს შორის საქართველოსა და ევროკავშირში
HICP განსხვავდება CPI-სგან მთელი რიგი მეთოდოლოგიური მახასიათებლებით, ძირითადად, სამომხმარებლო კალათის წონის თვალსაზრისით და გამოყენებული კლასიფიკატორის მიხედვით.
კერძოდ, HICP-ს შემთხვევაში გაანგარიშებისას გამოიყენება როგორც რეზიდენტების, ისე არარეზიდენტების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე გაწეული ხარჯები, ხოლო CPI-სთვის გამოიყენება მხოლოდ რეზიდენტების მიერ გაწეული დანახარჯები როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
რაც შეეხება კლასიფიკატორს, ევროკავშირში HICP-სთვის გამოიყენება „დანიშნულების მიხედვით ინდივიდუალური მოხმარების კლასიფიკაციის" ევროპული ვერსია – ECOICOP, რომელიც მცირედით განსხვავდება ამჟამად საერთაშორისო დონეზე მოქმედი COICOP-სგან. ამასთან აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო კალათის შემადგენლობა და გამოყენებული მიკრომონაცემები იდენტურია ორივე ინდექსისთვის.
© Sputnikროგორ შეიცვალა ფასები საქართველოში - 2023 წლის ნოემბერი
როგორ შეიცვალა ფასები საქართველოში - 2023 წლის ნოემბერი - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2023
როგორ შეიცვალა ფასები საქართველოში - 2023 წლის ნოემბერი
ყველა ახალი ამბავი
0