https://sputnik-georgia.com/20231215/raze-metyvelebs-xazebi-majaze-284969600.html
ბუნებრივი „სამაჯური“: რაზე მეტყველებს ხაზები მაჯაზე
ბუნებრივი „სამაჯური“: რაზე მეტყველებს ხაზები მაჯაზე
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. მაჯის სახსარზე არსებული ხაზები დიდ ინფორმაციას იძლევა ადამიანის ხასიათის, ჯანმრთელობის მდგომარეობის და მისი მოვალის თაობაზეც... 15.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-15T14:25+0400
2023-12-15T14:25+0400
2023-12-15T14:25+0400
სასარგებლო რჩევები
ეს საინტერესოა
ფაქტები ადამიანის შესახებ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1b/282724312_0:41:3496:2008_1920x0_80_0_0_5a1a39981b371e1d900dd7181ceba252.jpg
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. მაჯის სახსარზე არსებული ხაზები დიდ ინფორმაციას იძლევა ადამიანის ხასიათის, ჯანმრთელობის მდგომარეობის და მისი მოვალის თაობაზეც კი, აცხადებენ ქირომანტიის სპეციალისტები. მათი თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ხაზი აქვს ადამიანს მაჯაზე. რამდენად შეესაბამება მათი მტკიცება სინამდვილეს, თავად შეგიძლიათ შეამოწმოთ, თუ ხელებზე დაიხედავთ, ბუნებრივ „სამაჯურებს“ დაითვლით, მერე კი ქირომანტთა განმარტებებს გაეცნობით.პირველი ხაზიჩვეულებისამებრ ადამიანს მაჯის სახსარზე ორი ან სამი ხაზი აქვს, რომლებსაც „სამაჯურებს“ უწოდებენ. პირველი მათგანი ყველაზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან აჩვენებს, რამდენად ჯანმრთელია და აქტიური ადამიანი.მეორე ხაზიაქაც იგივე შეიძლება გავიმეოროთ: მესამე ხაზითუ მაჯაზე სამი ხაზი გაქვთ და თანაც უწყვეტი, ეს იმას ნიშნავს, რომ:მეოთხე ხაზიქირომანტების მტკიცებით, ეს ხაზი ყველას არ აქვს. თუ თქვენ ის გაქვთ, იცოდეთ, რომ: გახსოვდეთ: თუ მეოთხე ხაზი მესამის პარალელურადაა გავლებული, იცოდეთ, რომ თქვენი მესამე „სამაჯურის“ თვისებები კიდე უფრო გაძლიერდება.ჩვენი მხრივ კი დავამატებთ:
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1b/282724312_383:0:3114:2048_1920x0_80_0_0_1cb478778353a749dca21e412db90af4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ეს საინტერესოა, ფაქტები ადამიანის შესახებ
სასარგებლო რჩევები , ეს საინტერესოა, ფაქტები ადამიანის შესახებ
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. მაჯის სახსარზე არსებული ხაზები დიდ ინფორმაციას იძლევა ადამიანის ხასიათის, ჯანმრთელობის მდგომარეობის და მისი მოვალის თაობაზეც კი, აცხადებენ ქირომანტიის სპეციალისტები.
მათი თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ხაზი აქვს ადამიანს მაჯაზე. რამდენად შეესაბამება მათი მტკიცება სინამდვილეს, თავად შეგიძლიათ შეამოწმოთ, თუ ხელებზე დაიხედავთ, ბუნებრივ „სამაჯურებს“ დაითვლით, მერე კი ქირომანტთა განმარტებებს გაეცნობით.
ჩვეულებისამებრ ადამიანს მაჯის სახსარზე ორი ან სამი ხაზი აქვს, რომლებსაც „სამაჯურებს“ უწოდებენ. პირველი მათგანი ყველაზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან აჩვენებს, რამდენად ჯანმრთელია და აქტიური ადამიანი.
თუ ეს ხაზი მკვეთრია, ესე იგი, სრულფასოვნად ცხოვრობთ, სწორად იკვებებით და ხანგრძლივი და ბედნიერი სიცოცხლის უზარმაზარი შანსი გაქვთ.
თუ ხაზი ალაგ-ალაგ მკრთალია, მაშინ აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ რაციონის შეცვლასა და სტრესისთვის თავის არიდებაზე.
ამასთან, ქირომანტების თქმით, „წყვეტილი“ ხაზი მაჯაზე იმის ნიშანია, რომ ადამიანს გაუჭირდება ბავშვობის ოცნებების ასრულება.
აქაც იგივე შეიძლება გავიმეოროთ:
თუ ხაზი მკვეთრია და უწყვეტი, ესე იგი ცხოვრებაში წარმატება გელოდებათ.
თუ ის განსაკუთრებულად მკაფიოდ ჩანს, ელოდეთ სიმდიდრეს; ხოლო თუ წყდება — ფინანსური სირთულეები გარდაუვალია.
თუ მაჯაზე სამი ხაზი გაქვთ და თანაც უწყვეტი, ეს იმას ნიშნავს, რომ:
დიდ გავლენას მოახდენთ სხვა ადამიანების ცხოვრებაზე როგორც სამსახურის, ისე პირადი ცხოვრების კუთხით.
ამასთან თქვენ ის ადამიანი ხართ, ვისაც ყველა იმახსოვრებს.
ქირომანტების მტკიცებით, ეს ხაზი ყველას არ აქვს. თუ თქვენ ის გაქვთ, იცოდეთ, რომ:
ხანგრძლივი სიცოცხლე გელით დიდ ოჯახში.
გახსოვდეთ: თუ მეოთხე ხაზი მესამის პარალელურადაა გავლებული, იცოდეთ, რომ თქვენი მესამე „სამაჯურის“ თვისებები კიდე უფრო გაძლიერდება.
ჩვენი მხრივ კი დავამატებთ:
რამდენი ხაზიც უნდა გქონდეთ ხელზე, თქვენს ცხოვრებას თქვენ გარდა სხვა ვერავინ „ააწყობს“. თუ ნებისყოფა, ცოდნა და თავდაჯერებულობა საკმარისი გაქვთ, მაშინ ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებაც გარანტირებულია.
ქირომანტებმა კი, რაც უნდათ, ის თქვან!