მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კემერონი: აშშ-ის კონგრესი პუტინს საშობაო საჩუქარს უმზადებს

© photo: Sputnik / Sergei Guneev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2023
გამოწერა
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის კონგრესის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარებაზე შეუთანხმებლობა რუსეთისთვის „საშობაო საჩუქარი" იქნება, განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა ვაშინგტონში ასპენის ინსტიტუტის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას.
„ევროპის უსაფრთხოება ასევე არის ამერიკის უსაფრთხოება. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა, გადავცეთ ფული უკრაინელებს და უზრუნველვყოთ პუტინის დამარცხება. თუ [კონგრესში] ამ ფულის გამოყოფა არ დამტკიცდება, მაშინ კმაყოფილი მხოლოდ ორი ადამიანი იქნება: ერთი მათგანი ვლადიმირ პუტინია რუსეთში, მეორე კი სი ძინპინი პეკინში. არ ვიცი, თქვენ როგორ, მაგრამ მე არცერთი მათგანისთვის არ მინდა საშობაო საჩუქრის გაკეთება“, — თქვა კემერონმა.
როგორც ბრიტანელმა მინისტრმა აღნიშნა, უკრაინის სამხედრო დახმარება „კარგი ინვესტიციაა“ ნატოს უსაფრთხოების განმტკიცებაში. ამასთან, მისი თქმით, უკრაინისთვის შორი დიაპაზონის იარაღის მიწოდების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას დასავლეთისთვის „ყირიმი წითელი ხაზი არ უნდა იყოს“.
კემერონმა ხაზი გაუსვა, რომ ლონდონი მხარს უჭერს გაყინული რუსული აქტივების კიევისთვის გადაცემას. მისი თქმით, დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ შეიძლება არაეფექტურად ჩაითვალოს, რადგან ამით მოსკოვს დაახლოებით 400 მილიარდი დოლარის შემოსავალი წაერთვა.
მანამდე აშშ-ის სენატმა არ მიიღო კანონპროექტი, რომელიც უკრაინისა და ისრაელისთვის მნიშვნელოვანი ახალი დახმარების გაწევას, ასევე აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში რუსეთისა და ჩინეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას ითვალისწინებდა — მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკელ კანონმდებლებს მოუწოდა, საშობაო არდადეგებზე წასვლამდე დაემტკიცებინათ ხარჯები.
ყველა ახალი ამბავი
0