https://sputnik-georgia.com/20231215/iaponiam-rusul-kompaniebs-aqtivebi-gauyina-284963860.html
„ღიად მტრული კურსი“: იაპონიამ რუსულ კომპანიებს აქტივები გაუყინა
„ღიად მტრული კურსი“: იაპონიამ რუსულ კომპანიებს აქტივები გაუყინა
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა რუსეთის 43 ორგანიზაციის სია, რომელთა აქტივები გაყინვას ექვემდებარება, იუწყება... 15.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-15T11:26+0400
2023-12-15T11:26+0400
2023-12-15T11:26+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
იაპონია
პოლიტიკა
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1c/252441600_0:0:1828:1029_1920x0_80_0_0_138f125cc91891c7a600bc20a2e3f8ed.jpg
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა რუსეთის 43 ორგანიზაციის სია, რომელთა აქტივები გაყინვას ექვემდებარება, იუწყება „რია ნოვოსტი“.კერძოდ, ამ ჩამონათვალში მოხვდა: კომპანია „პატრიოტი“, ნუდელმანის სახელობის ზუსტი მანქანათმშენებლობის საპროექტო ბიურო, ტროიცკის ინოვაციებისა და თერმობირთვული კვლევების ინსტიტუტი, ლანდაუს ინსტიტუტი და სხვ.გარდა ამისა, იაპონიამ საექსპორტო შეზღუდვები დაუწესა რუსეთის 57 კომპანიას და ასევე აკრძალა რუსული არასამრეწველო ალმასების იმპორტი.ამგვარად ახლა იაპონიის ანტირუსულ სასანქციო სიაში სულ 494 რუსული კომპანია და ორგანიზაციაა.როგორც „რია ნოვოსტი“ აღნიშნავს, შავი სიის გაფართოება მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო მოსკოვში იაპონიის ახალ ელჩს, აკირა მუტოს შეხვდა და მისგან რწმუნებათა სიგელების ასლები ჩაიბარა.უკრაინასთან საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ იაპონიის ქმედებებს რუსეთში „ღიად მტრულ კურსად“ აფასებენ. როგორც რუსი დიპლომატები აღნიშნავენ, გარდა იმისა, რომ იაპონურ საზოგადოებაში რუსოფობიური განწყობები ღვივდება, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთის საზღვრებთან იაპონიის, აშშ-ისა და ნატოს სამხედრო აქტივობაც იზრდება.
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1c/252441600_160:0:1732:1179_1920x0_80_0_0_f41e0bf0c169057695c3d45aaddb0c64.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, იაპონია , პოლიტიკა, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, იაპონია , პოლიტიკა, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა რუსეთის 43 ორგანიზაციის სია, რომელთა აქტივები გაყინვას ექვემდებარება, იუწყება
„რია ნოვოსტი“. კერძოდ, ამ ჩამონათვალში მოხვდა: კომპანია „პატრიოტი“, ნუდელმანის სახელობის ზუსტი მანქანათმშენებლობის საპროექტო ბიურო, ტროიცკის ინოვაციებისა და თერმობირთვული კვლევების ინსტიტუტი, ლანდაუს ინსტიტუტი და სხვ.
გარდა ამისა, იაპონიამ საექსპორტო შეზღუდვები დაუწესა რუსეთის 57 კომპანიას და ასევე აკრძალა რუსული არასამრეწველო ალმასების იმპორტი.
ამგვარად ახლა იაპონიის ანტირუსულ სასანქციო სიაში სულ 494 რუსული კომპანია და ორგანიზაციაა.
როგორც „რია ნოვოსტი“ აღნიშნავს, შავი სიის გაფართოება მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო მოსკოვში იაპონიის ახალ ელჩს, აკირა მუტოს შეხვდა და მისგან რწმუნებათა სიგელების ასლები ჩაიბარა.
უკრაინასთან საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ იაპონიის ქმედებებს რუსეთში „ღიად მტრულ კურსად“ აფასებენ. როგორც რუსი დიპლომატები აღნიშნავენ, გარდა იმისა, რომ იაპონურ საზოგადოებაში რუსოფობიური განწყობები ღვივდება, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთის საზღვრებთან იაპონიის, აშშ-ისა და ნატოს სამხედრო აქტივობაც იზრდება.