https://sputnik-georgia.com/20231215/5g-interneti-zamtris-kurortebze-gamochndeba-284963027.html
5G ინტერნეტი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე დეკემბერში გამოჩნდება
5G ინტერნეტი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე დეკემბერში გამოჩნდება
Sputnik საქართველო
Cellfie Mobile იყო ერთადერთი კომპანია, რომელმაც 5G ინტერნეტის დანერგვისთვის აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი გააკეთა. 15.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-15T11:38+0400
2023-12-15T11:38+0400
2023-12-15T11:38+0400
საქართველო
თანამედროვე ტექნოლოგიები
ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23870/84/238708422_0:303:2048:1455_1920x0_80_0_0_81c1be54ba151b2c837ed97ba03e8964.jpg
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების გუდაურის და ბაკურიანის მოსახლეობა ზამთრის ტურისტული სეზონის დასაწყისისთვის, რომელიც 20 დეკემბერს იხსნება, 5G ინტერნეტით სარგებლობას შეძლებენ, იუწყება მობილური ოპერატორი Cellfie Mobile.კომპანიამ Cellfie Mobile, რომელმაც ქართულ ბაზარზე მობილური კავშირის ოპერატორი „ბილაინი“ ჩაანაცვლა, საქართველოში 5G ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირის რესურსით სარგებლობის ლიცენზია 15 წლის ვადით მიიღო.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიმდინარე წლის ივლისში 5G ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირის მოსაპოვებლად აუქციონი გამოაცხადა. Cellfie Mobile იყო ერთადერთი კომპანია, რომელმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი გააკეთა. საქართველოს ორმა უმსხვილესმა მობილურმა ოპერატორმა „სილქნეტმა" და „მაგთიკომმა" მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.კომპანია Cellfie Mobile-ს 1,45 მლნ აბონენტი ჰყავს, აქედან 928 ათასი მობილურ ინტერნეტს იყენებს. კომპანიის მფლობელია ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც 2022 წლის ივნისში 45 მლნ დოლარად VEON Georgia შეისყიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23870/84/238708422_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_f31aca321501eeda2fba0613871bc09c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები , ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები , ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
5G ინტერნეტი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე დეკემბერში გამოჩნდება
Cellfie Mobile იყო ერთადერთი კომპანია, რომელმაც 5G ინტერნეტის დანერგვისთვის აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი გააკეთა.
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების გუდაურის და ბაკურიანის მოსახლეობა ზამთრის ტურისტული სეზონის დასაწყისისთვის, რომელიც 20 დეკემბერს იხსნება, 5G ინტერნეტით სარგებლობას შეძლებენ, იუწყება მობილური ოპერატორი Cellfie Mobile.
კომპანიამ Cellfie Mobile, რომელმაც ქართულ ბაზარზე მობილური კავშირის ოპერატორი „ბილაინი“ ჩაანაცვლა, საქართველოში 5G ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირის რესურსით სარგებლობის ლიცენზია 15 წლის ვადით მიიღო.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიმდინარე წლის ივლისში 5G ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირის მოსაპოვებლად აუქციონი გამოაცხადა. Cellfie Mobile იყო ერთადერთი კომპანია, რომელმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი გააკეთა. საქართველოს ორმა უმსხვილესმა მობილურმა ოპერატორმა „სილქნეტმა" და „მაგთიკომმა" მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
5G - ახალი თაობის უსადენო ინტერნეტის ტექნოლოგიაა, რომელიც არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს შეყოვნებას და, კომუნიკაციების სექტორთან ერთად, სრულიად ახალ დონეზე გაიყვანს ისეთ მნიშვნელოვან დარგებს, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა.
კომპანია Cellfie Mobile-ს 1,45 მლნ აბონენტი ჰყავს, აქედან 928 ათასი მობილურ ინტერნეტს იყენებს. კომპანიის მფლობელია ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც 2022 წლის ივნისში 45 მლნ დოლარად VEON Georgia შეისყიდა.