თბილისში ბინებზე მოთხოვნა შემცირდა - ახალი კვლევა

© photo: Sputnik / Stringerპუშკინის ქუჩა
პუშკინის ქუჩა - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2023
გამოწერა
ბინებზე ფასები გაიზარდა, ყიდვა-გაყიდვის გარიგებების რაოდენობა კი შემცირდა
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. თბილისში საცხოვრებელი ფართების ყიდვა–გაყიდვის გარიგებების რაოდენობა 2023 წლის ნოემბერში 16%-ით შემცირდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – გაიყიდა 3,4 ათასი ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.
თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ვითარების მიმოხილვის თანახმად, ბაზრის მოცულობა ნოემბერში 7%-ით შემცირდა და 215 მლნ დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, ახალი ბინების გაყიდვა 10%-ით, ძველი ბინების – 27%-ით შემცირდა.
ამასთან, მიმდინარე წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში თბილისში 17%-ით გაიზარდა ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი, ცენტრთან ახლოს და ცენტრში კი შესაბამისად 13% და 14%-ით.
ძველი ბინების შემთხვევაში, 2023 წლის 11 თვეში მათი ღირებულება თბილისის რაიონებში 24%-ით, ხოლო თბილისის ცენტრთან ახლოს და ცენტრში, შესაბამისად 17% და 16%-ით გაიზარდა.
ყველა ახალი ამბავი
0