თბილისის აეროპორტში დაკარგული ბარგი აუქციონზე არ იყიდება - TAV Georgia-ს განცხადება

© courtesy of Tbilisi International AirportТбилисский международный аэропорт
Тбилисский международный аэропорт - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2023
გამოწერა
ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს საერთაშორისო აეროპორტის ფოსტა წმენდს საწყობს და დაკარგულ ჩანთებსა და ჩემოდნებს 5,5 ლარად ყიდის.
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დაკარგული ბარგის განყოფილებაში (Lost & Found) მოხვედრილი ნივთები აუქციონებზე იყიდება, სიმართლეს არ შეესაბამება, ნათქვამია კომპანია TAV Georgia-ს განცხადებაში, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს.
TAV Georgia-მ სოციალურ ქსელებში ყალბი გვერდების მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა იმის შესახებ, რომ საერთაშორისო აეროპორტის ფოსტა წმენდს საწყობს და დაკარგულ ჩანთებსა და ჩემოდნებს 5,5 ლარად ყიდის.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც სოციალურ ქსელში სხვადასხვა ყალბი გვერდის მეშვეობით ვრცელდება, თითქოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დაკარგული და მოუკითხავი ბარგის განყოფილებაში მოხვედრილი ნივთები აუქციონზე იყიდება... აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს სრულ სიყალბეს", - ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიაში აღნიშნეს, რომ დეზინფორმაციის მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
კომპანიამ დეზინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად და ყალბი გვერდების დასაბლოკად სათანადო ზომები უკვე მიიღო.
თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს თურქული კომპანია TAV-Georgia – TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანია, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0