მოსაზრება: აშშ „არ წავა უკრაინიდან", სანამ რუსული არმია არ გაათავისუფლებს მას

  - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2023
გამოწერა
რუსეთის სპეცოპერაციამ მთელ მსოფლიოს აჩვენა შეერთებული შტატების აგრესიული „ჰეგემონიის" დაისი. ვაშინგტონმა გააჩაღა უკრაინაში კონფლიქტი და უზრუნველყო ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ფინანსური მოგება, მაგრამ დაკარგა უსაფრთხოების გარანტიები, გეოპოლიტიკური სტაბილურობა და პლანეტის სხვადასხვა კუთხეში დამარცხებისთვის განწირული მარიონეტების შეუზღუდავი ნდობა.
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ 12 დეკემბერს აშშ-ს კონგრესში კრედიტორები გააკრიტიკა, თავმდაბლად ითხოვა და მკაცრად მოითხოვა მეტი ფული (61 მილიარდი დოლარი), იარაღის ახალი მარაგი, მათ შორის ქვეითი საბრძოლო მანქანები Bradley, რაკეტები HIMARS MLRS, ATACMS, 155 მმ-იანი ჭურვები, საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot და თვითმფრინავები F-16. რა თქმა უნდა, ახალი უკრაინული „კონტრშეტევისთვის".
ზელენსკის ემოციურმაგამოსვლამ ვერ შეძრა პუტინის ოკეანისგაღმელი „აგენტები". ურყევმა რესპუბლიკელმა სენატორებმა უკრაინის პრეზიდენტის მიმართვას „ძველი ნაგავი“ უწოდეს და სამხედრო დახმარების ახალ მილიარდებს არ დაპირდნენ.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე პათეტიკურად განაცხადა: „მე არ წავალ უკრაინიდან დაარც ამერიკელი ხალხი“. პენტაგონის შეფმა ლოიდ ოსტინმა კი დასძინა: „უკრაინას დიდი მნიშვნელობა აქვს ამერიკის უსაფრთხოებისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის 21-ე საუკუნეში “.
მანამდე ოსტინმა ვაშინგტონის ეროვნულითავდაცვის უნივერსიტეტში უკრაინის„ურყევ“ მხარდაჭერაზე ისაუბრა „რუსული აგრესიის წინააღმდეგ“ ბრძოლაში.
შეერთებულ შტატებში ზელენსკის „საშობაო სიმღერის" შედეგი საბრძოლო მასალის 200 მილიონი დოლარის ღირებულების მცირე პარტია გახდა პენტაგონის არსენალიდან. ბაიდენის რიტორიკა „იმდენით დავეხმარებით,რამდენადაც საჭიროა", შეიცვალა რიტორიკით „რამდენიც შეგვიძლია“.
დეკემბრისთვის პენტაგონს 1 მილიარდი დოლარის "ძველი მარაგი" დარჩა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. ახალი ჭურვების მიღება ცალკე დიდი პრობლემაა სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსისთვის და უკრაინაში ვაშინგტონის მიზნების გადახედვისთვის.
ამერიკული მედია ზელენსკის „შეურაცხმყოფელად არაეფექტურ კონტრშეტევას" ამერიკელი თაღლითის,ბერნარდ მედოფის ისტორიაში ყველაზე დიდ ფინანსურ პირამიდას ადარებს. ისინი აღნიშნავენ, რომ 2023 წლის სტრატეგია ეფუძნებოდა უკრაინული არმიის ამერიკულ ყაიდაზე „გადაკეთებას“. ამერიკელი გენერალი ანტონიო აგუტო კიევში მიემგზავრება, რათა ახალი სტრატეგია შეიმუშაოს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.

რუსეთის სპეცოპერაციის სტრატეგია

რუსეთის შეიარაღებული ძალები წარმატებით ზრდის შეტევითი აქტივობას რამდენიმე მიმართულებით.ამას არ უარყოფენ ვაშინგტონი, კიევი და უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა. რუსული შენაერთები ავდეევკის, მარინკისა და კუპიანსკის გარეუბნებში შტურმით მიიწევენ წინ ჩასოვ იარისკენ.
ავდიევკაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ამერიკულმა ჟურნალმა Military Watch განაცხადა: „უკრაინის ელიტარული 47-ე მექანიზებული ბრიგადა გარშემორტყმულია, აქვს მცირე საბრძოლო მასალა: კრიტიკული ფრონტი იშლება“.
უკრაინის ოპერაციების თეატრში იწვის გერმანული Leopard 2A6-ები, Bradley-ები დაM109 ჰაუბიცები, რომლებიც „კონტრშეტევის" შემდეგ დარჩა. რუსულმა „მფრინავმა რადარებმა“ A-50U-მ მრავალჯერ გაზარდეს თავიანთი აქტივობა და საზენიტო სარაკეტო სისტემებთან ინტეგრაცით ანადგურებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო თვითმფრინავების ნარჩენებს ასობით კილომეტრის მანძილზე.
უკრაინის ოპერაციების თეატრში დასავლური "სატანკო კოალიციის" წარუმატებლობის შემდეგ, დიდი ბრიტანეთი და ნორვეგია აპირებენ შექმნან "საზღვაო კოალიცია" უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებში, რათა დაბლოკონ რუსეთის საზღვაო ძალების გემები შავ ზღვაში.
რეალურადუკრაინა განწირულია იმისთვის, რომ ნატოს ანტიკვარული მცურავი საშუალებების „აუზად“ დარჩეს.ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა კიევისთვისSandown-ის კლასის ორი ნაღმმტყორცნის გადაცემის შესახებ განაცხადა, რომლებიც სამეფო საზღვაო ძალებიდან 20 წელზე მეტი ხნის წინ ამოიღეს. რამდენიმე სხვა ნაღმმტყორცნი, რომელიც ადრე უკრაინას მიჰყიდა − „ჩერნიგოვი“და „ჩერკასი“−ჯერ კიდევ ბრიტანეთის წყლებშია.
ობიექტურად, უკრაინის საზღვაო ძალების არსებობა შავ ზღვასა და უკრაინაში მსოფლიო რუკაზე რუსეთის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. შეერთებულ შტატებშიც კი, უკრაინის ახალი საზღვრები უფრო და უფრო რეალისტურად იხაზება.
ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის ფონზე, გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე დმიტრი პოლიანსკიმ კიდევ ერთხელ შეახსენა დასავლეთს, რომ იარაღის მიწოდებით, შეერთებული შტატები მხოლოდ ახანგრძლივებს კიევის რეჟიმის აგონიას.
რუსული სპეცოპერაცია დასრულდება რუსეთის მიერ დასახული მიზნების მიღწევის შემდეგ და მხოლოდ რუსული პირობებით. კრემლსა და შეერთებულ შტატებსა და ნატოს შორის კომპრომისის დრო შეუქცევად დასრულდა. ახლოვდება უკრაინის გათავისუფლება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0