როგორ დავიამოთ ყელის ტკივილი უწამლოდ: სახელდება მცდარი მეთოდები

CC BY 2.0 / Marco Verch / Woman holding her neckყელის ტკივილი
ყელის ტკივილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2023
გამოწერა
თბილისი, 14 დეკემბერი − Sputnik. ზამთრის დადგომასთან ერთად ხშირდება ყელის ტკივილის შემთხვევები, რომლის დასაამებლადაც ადამიანები ხშირად მიმართავენ, მათი აზრით, უებარ გზას − ლიმონიან ცხელ ჩაის; მაგრამ გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ქაფქაფა ჩაი ყელის ტკივილს აამებს, მცდარია, აცხადებენ ექიმები.
მათი თქმით, თუ ლიმონიანი ჩაის ტემპერატურა დასაშვებ ნორმას აღემატება, გარდა იმისა, რომ ტკივილი კიდევ მეტად გაძლიერდება, ლიმონი სასარგებლო თვისებებს, ანუ C ვიტამინს დაკარგავს.

დაიმახსოვრეთ: ყელის ტკივილის დასაამებლად ლიმონიანი ჩაის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 60-70 გრადუსს!

სწორედ ასეთ შემთხვევაში მიიღებთ სასურველ სამკურნალო ეფექტს.

ამასთან ექიმები, გარდა შესაბამისი ტემპერატურის ლიმონიანი ჩაისა, ყელის ტკივილის მოსახსნელად ასევე გვირჩევენ შტოშისა და მოცვის მორსს.
„შტოშიცა და მოცვიც შეიცავს ქლოროგენულ მჟავას, რომელსაც ბუნებრივი მცენარეული ანტიბიოტიკის თვისებები აქვს. მასში ბევრი ანტიოქსიდანტია, რაც ავადმყოფობის დროს კარგად აღადგენს ორგანიზმს“, — ამბობენ სპეციალისტები.
მათი განმარტებით, ასეთი მორსით ყელის გამოვლებაც შეიძლება.
კიდევ ერთი საშუალება, რომელსაც შესანიშნავი ეფექტი აქვს ყელის ტკივილისა და, ზოგადად, გაციების დროს, არის არა თაფლი, როგორც ეს ბევრს ჰგონია, არამედ ფუტკრის ჭეო.
ამისათვის:
გაღეჭეთ ნახევარი ჩაის კოვზი ჭეო, შემდეგი 20-30 წუთის განმავლობაში კი არაფერი შეჭამოთ და არც დალიოთ.
ყელის ტკივილს აამებს ნიორიც — მასში შემავალი ალიცინის მეშვეობით, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო ბაქტერიციდული მოქმედება ახასიათებს. ამ სასარგებლო ნივთიერების მისაღებად საჭიროა:
გაჭყლიტოთ ან ჩაღეჭოთ ნიორი და შემდეგ ცოტა ხნით გაიჩეროთ პირში — ლოყის არეში.
დაიმახსოვრეთ: დაუშვებელია ნივრის კბილის ცხვირის ნესტოში მოთავსება (ესეც მცდარი პრაქტიკაა), ვინაიდან ეს ლორწოვანა გარსს აზიანებს.
დაბოლოს, ექიმების თქმით, კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომა ისაა, რომ ყელის ტკივილის მოსახსნელად ადამიანები ხშირად სვამენ რძეს, რაც არასწორია, ვინაიდან რძე ამ შემთხვევაში ყელისთვის სასარგებლო არ არის მასში შემავალი შაქრის გამო. თუმცა ის ძალიან ეფექტურია სხვა დაავადებების შემთხვევაში.
ყველა ახალი ამბავი
0