პუტინი: მობილიზაციის მეორე ტალღა საჭირო არ არის

© photo: Sputnik / MikhailVoskresenski / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2023
გამოწერა
თბილისი, 14 დეკემბერი − Sputnik. მობილიზაციის მეორე ტალღის გამოცხადება საჭირო არ არის, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დიდ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე.
„რაში გვჭირდება მობილიზაცია? დღეს ამის არანაირი საჭიროება არ არის“, − განაცხადა მან შესაბამის შეკითხვაზე პასუხად.
პუტინის თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის დროს 300 ათასი ადამიანის თავმოყრა შეძლეს, რის შემდეგაც ხელისუფლება სამხედრო მოსამსახურეების კონტრაქტის საფუძველზედაქირავებაზე გადავიდა.
როგორც რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, 13 დეკემბრის მდგომარეობით, რუსეთის ჯარში 486 ათასი ადამიანია ჩარიცხული, მაგრამ „რუსეთის დასაცავად მზადმყოფი მამაკაცების ნაკადი არ მცირდება“ - მთელი ქვეყნის მასშტაბით სამხედრო კომისარიატებს ყოველდღიურად 1,5 ათასი მოხალისე აკითხავს.
პრეზიდენტის თქმით, პირველი ტალღისას მობილიზებულები „შესანიშნავად იბრძვიან“, მათგან 14-ს რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა.
ამასთან მან დააკონკრეტა, რომ ამ დროისთვის საომარი მოქმედებების ზონაში 617 ათასი ადამიანი მსახურობს. ასაკობრივი ზღვრის მიღწევის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა მიზეზების გამო, არმიიდან 41 ათასი ადამიანი წავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0