„ნიუკასლი" გიორგი მამარდაშვილით დაინტერესდა

© courtesy of Giorgi Mamardashviliგიორგი მამარდაშვილი
გიორგი მამარდაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2023
გამოწერა
გიორგი მამარდაშვილის საბაზრო ღირებულებამ ოქტომბრის ბოლოსთვის 30 მლნ ევროს გადააჭარბა.
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ინგლისური საფეხბურთო კლუბი „ნიუკასლი" საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიის" მეკარე გიორგი მამარდაშვილის შესყიდვისთვის პრემიერ-ლიგის სხვა კლუბებთან ბრძოლაში ჩაება, იუწყება გამოცემა Footballfancast.
ტრანსფერის კანდიდატებს შორის არის „მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მეკარე დევიდ დე ჰეია.
„ნიუკასლი" პრემიერ-ლიგაში ორ მეტოქეს ებრძვის ძალზე საინტერესო და ნიჭიერი მეკარისთვის. გუნდს მჭიდრო გრაფიკით უწევს თამაში. გარდა ამისა, ძირითადი შემადგენლობის ბევრ ფეხბურთელს აგვისტოს შემდეგ ტრავმების გამო თამაში არ შეუძლია. ეს სხვადასხვა შეჯიბრებაში როტაციას ართულებს. სეზონის ყველაზე სერიოზული დანაკარგი, ალბათ, მეკარე ნიკ პოუპის ტრავმაა", - წერს გამოცემა.
ამიტომ ახალი მეკარე იანვრის ტრანსფერული ფანჯრის პერიოდში უკიდურესად მნიშვნელოვანია. „ნიუკასლი" ინგლისის პრემიერ-ლიგის 16 ტურის შემდეგ 26 ქულით მეშვიდე ადგილზეა.
გიორგი მამარდაშვილის საბაზრო ღირებულება ოქტომბრის ბოლოსთვის 30 მლნ ევროზე მეტს შეადგენდა.
მანამდე მამარდაშვილისადმი ინტერესის თაობაზე ლონდონის „ჩელსიმ" განაცხადა.
ქართველი გოლკიპერი „ვალენსიის" სარეზერვო გუნდში ერთწლიანი იჯარით (გამოსყიდვის უფლებით) 2021 წლის 7 ივნისს გადავიდა, მაგრამ ქართველმა კლუბის მენეჯერზე ხოსე ბორდალასზე შთაბეჭდილება მალევე მოახდინა. ეს დაეხმარა მას კლუბის ძირითად გუნდში ადგილის დამკვიდრებაში. ამის შემდეგ "ვალენსიამ" ქართველი ლეგიონერის კონტრაქტი გამოისყიდა.
ყველა ახალი ამბავი
0