მებაჟეებმა დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

© Investigation Service of the Ministry of Finance of Georgiaოქროს ნაკეთობები
ოქროს ნაკეთობები - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2023
გამოწერა
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 47.146,64 ლარი შეადგინა.
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა „ქუთაისის აეროპორტისა“ და „სადახლო-საავტომობილო“ საბაჟო-გამშვებ პუნქტებში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მებაჟეებმა 468,15 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 47.146,64 ლარი შეადგინა.
ორ კანონდამრღვევ მოქალაქეს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, სანქციის სახით ჯარიმა 28.458,07 ლარის ოდენობით შეეფარდა.
უწყების ცნობით, ერთი კანონდამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქის საქმის მასალები კი შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ყველა ახალი ამბავი
0