ლანა ღოღობერიძის ფილმს ბერლინალეზე აჩვენებენ

© courtesy of Lana Gogoberidzeლანა ღოღობერიძე
ლანა ღოღობერიძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2023
გამოწერა
ბიოგრაფიულ ფილმს ლანა ღოღობერიძის ოჯახის ცხოვრების შესახებ, რომლის დედა საბჭოთა კავშირში პირველი რეჟისორი ქალი იყო, ფორუმის სპეციალურ განყოფილებაში აჩვენებენ.
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ლეგენდარული რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის დოკუმენტური ფილმი „დედა-შვილი, ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი" ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ძირითადი პროგრამის სპეციალურ განყოფილებაში მოხვდა.
ფილმი „დედა-შვილი, ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი" რეჟისორის დედას ნუცა ხუციშვილი-ღოღობერიძეს, საქართველოში პირველ ქალ რეჟისორს ეძღვნება, რომელიც ასევე პირველი ქალი რეჟისორია მთელ საბჭოთა კავშირში.
„სიდიადე შეხამებული მოკრძალებასთან: მსოფლიოში აღიარებული რეჟისორი ლანა ღოღობერიძე დედამისს იხსენებს – ნუცას, რომელიც, თავის მხრივ, პირველი რეჟისორი ქალი იყო საქართველოში. ეს არის ფემინისტური, მოსიყვარულე, ძალადობისადმი კრიტიკული კინომემკვიდრეობა იმის შესახებ, როგორ დარჩე ადამიანად ბნელ დროში", - ნათქვამია კინოფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ბერლინის ფესტივალზე ღოღობერიძის საერთაშორისო პრემიერა გაიმართება. ფილმი საქართველოსა და საფრანგეთის კოპროდუქციაა.
ბერლინალე 2024 წლის 15-25 თებერვალს გაიმართება.
ლანა ღოღობერიძე დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1950), VGIK-ის სარეჟისორო განყოფილება (1953, სერგეი გერასიმოვისა და თამარა მაკაროვას სახელოსნო). შ. რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს თეატრალურ უნივერსიტეტში ასწავლიდა კინოსრეჟისურას.
ლანა ღოღობერიძეს ხელოვნებისა და ლიტერატურის ფრანგული ორდენი გადაეცა>>
მან ქართულ ენაზე თარგმნა ახმატოვას, პასტერნაკის, ახმადულინას, ბროდსკის, უიტმენის, თაგორის და სხვათა პოეტური ნაწარმოებები. გადაიღო რამდენიმე საინფორმაციო და დოკუმენტური ფილმი: „გეოლოგები", „თბილისის 1500 წელი" (1958), „მშობლიური საქართველო" და სხვ.
ქართული კინოს ოსტატს მიღებული აქვს ჯილდოები: სან-რემოს ფესტივალის გრან-პრი, აშხაბადის საკავშირო ფესტივალის ჟიურის პრიზი ფილმისთვის "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", ხალხთა მეგობრობის ორდენი და სხვ.
ლანა ღოღობერიძეს გადაღებული აქვს ფილმები: „მე ვხედავ მზეს“, „ფერისცვალება“, „როცა აყვავდა ნუში“, „აურზაური სალხინეთში“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „დღეს ღამე უთენებია“, „ორომტრიალი“, „ვალსი პეჩორაზე“, „ოქროს ძაფი“.
ყველა ახალი ამბავი
0