მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ-ის სენატმა თავდაცვის რეკორდულ ბიუჯეტს მისცა ხმა

  - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2023
გამოწერა
თბილისი, 14 დეკემბერი − Sputnik. აშშ-ის სენატმა თავდაცვის ახალი ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა, რომელიც 2024 წლისთვის რეკორდულ წლიურ სამხედრო ხარჯებს ითვალისწინებს, იუწყება Reutrs.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, კანონპროექტს მხარი დაუჭირეს როგორც დემოკრატებმა, ისე რესპუბლიკელებმა. მომხრე 87 სენატორი იყო, წინააღმდეგი კი 13.
კანონპროექტი, რომელიც 3,1 ათასი გვერდისგან შედგება, თავდაცვისთვის 886,3 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, რაც 3%-ით მეტია გასულ ფისკალურ წელთან შედარებით.
პროექტი, რომელსაც „კომპრომისული“ ეწოდა, სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს:
სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხელფასების 5,2%-ით გაზრდას;
საზღვაო ხომალდების, საბრძოლო მასალისა და თვითმფრინავების შეძენას;
უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას;
ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ა.შ.
ახლა დოკუმენტი განსახილველად წარმომადგენელთა პალატას გადაეგზავნება, ხოლო დამტკიცების შემდეგ, საბოლოო პროექტს ხელს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოაწერს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ გაიზარდა ნატოს ბიუჯეტიც − 2024 წელს ალიანსი გასულ წელთან შედარებით 12%-ით მეტს, ანუ 2,03 მილიარდ ევროს მიიღებს. რაც შეეხება ორგანიზაციის პოლიტიკური კომპონენტის ბიუჯეტს, ის 18,2%-ით გაიზარდა და 438,1 მლნ ევროს მიაღწია.
წყარო: Reutrs
ყველა ახალი ამბავი
0