https://sputnik-georgia.com/20231213/yalbi-angarish-paqturebi-otxma-pirma-naxevar-milion-larze-meti-miitvisa-284916718.html
ყალბი ანგარიშ-ფაქტურები: ოთხმა პირმა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიითვისა
ყალბი ანგარიშ-ფაქტურები: ოთხმა პირმა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიითვისა
Sputnik საქართველო
დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 13.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-13T17:19+0400
2023-12-13T17:19+0400
2023-12-13T17:19+0400
საქართველო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/74/234097405_0:90:1500:934_1920x0_80_0_0_38392e015f5ba7f9f1f78b5b5788c628.jpg
თბილისი, 13 დეკემბერი − Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ოთხი პირი ამხილა, რომელთაგან ორი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი 14 კომპანიის სახელით ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები თითქოსდა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს ჯამში 514.641 ლარის ოდენობის დღგ-ის ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომ გამოყენებულ იქნა ბიუჯეტის მიმართ არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად.სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის დაფარვის უზრუნველსაყოფად, დაყადაღებულია ბრალდებულების სახელზე რიცხული უძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები.გამოძიება სსკ-ის 210-ე და 185-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.ბრალდებულებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/74/234097405_255:0:1500:934_1920x0_80_0_0_88c6bcc5d51961078fda7ff22d75a0aa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ყალბი ანგარიშ-ფაქტურები: ოთხმა პირმა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიითვისა
დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისი, 13 დეკემბერი − Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ოთხი პირი ამხილა, რომელთაგან ორი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი 14 კომპანიის სახელით ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები თითქოსდა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს ჯამში 514.641 ლარის ოდენობის დღგ-ის ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომ გამოყენებულ იქნა ბიუჯეტის მიმართ არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად.
სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის დაფარვის უზრუნველსაყოფად, დაყადაღებულია ბრალდებულების სახელზე რიცხული უძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები.
გამოძიება სსკ-ის 210-ე და 185-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.
ბრალდებულებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.