https://sputnik-georgia.com/20231213/xmaurze-gamkacrebuli-sanqciebi-14-dekembridan-amoqmeddeba-284918678.html
აკუსტიკურ ხმაურზე გამკაცრებული სანქციები 14 დეკემბრიდან ამოქმედდება
აკუსტიკურ ხმაურზე გამკაცრებული სანქციები 14 დეკემბრიდან ამოქმედდება
Sputnik საქართველო
თბილისის მერმა მოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან კანონი და ერთმანეთს დისკომფორტი არ შეუქმნან. 13.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-13T16:24+0400
2023-12-13T16:24+0400
2023-12-13T16:24+0400
თბილისის მერია
თბილისი დღეს
კახა კალაძე
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284822802_0:317:3078:2048_1920x0_80_0_0_113325eaf7f151de79eb33530ed2290d.jpg
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების გამო გაზრდილი ჯარიმები ძალაში მიმდინარე წლის 14 დეკემბრიდან შევა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - 1.500 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირების შემთხვევაში 500 ლარი იქნება, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - 5.000 ლარი. იმავე ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენა ფიზიკური პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1.000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - 10.000 ლარის ოდენობით. თბილისის მერმა მოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან კანონი და ერთმანეთს დისკომფორტი არ შეუქმნან. „გვესმის ბიზნესის, რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს იმ ადამიანების უფლებები, რომლებზეც დასაშვებ დონეზე მეტად წარმოქმნილი ხმაური უარყოფითად მოქმედებს მათ ჯანმრთელობასა თუ ემოციურ მდგომარეობაზე", – აღნიშნა კახა კალაძემ. როგორც ცნობილია, ხმაურზე შეზღუდვები არ ვრცელდება აეროპორტებზე, მეტროზე, საავტომობილო გზებსა და რკინიგზაზე, პორტებზე, ასევე აქციებზე, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე დღის საათებში და თბილისის მერიასთან შეთანხმებულ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე. როდიდან გამკაცრდება საქართველოში სასჯელი ხმაურისთვის>>საქართველოში 2020 წლიდან დადგენილია აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები დღისა და ღამის საათებში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, დღეისათვის წესების დარღვევა პირველ ჯერზე მხოლოდ გაფრთხილებას ითვალისწინებს. მანამდე ხმაურის დასაშვებ ნორმად ბინებსა და სახლებში ითვლებოდა არაუმეტეს 35 დეციბელისა დღისით (08:00 საათიდან 23:00 საათამდე) და არაუმეტეს 30 დეციბელისა ღამით. ბარებსა და რესტორნებში ხმაურის დასაშვები ნორმა იყო დღე-ღამის ნებისმიერ დროს – არაუმეტეს 50 დეციბელისა, სასტუმროებში დღის საათებში – 40 დეციბელი, ღამით – 35 დეციბელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284822802_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_737a6f3fd27b48b52323804ddde6bb50.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
აკუსტიკურ ხმაურზე გამკაცრებული სანქციები 14 დეკემბრიდან ამოქმედდება
თბილისის მერმა მოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან კანონი და ერთმანეთს დისკომფორტი არ შეუქმნან.
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების გამო გაზრდილი ჯარიმები ძალაში მიმდინარე წლის 14 დეკემბრიდან შევა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - 1.500 ლარის ოდენობით.
განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირების შემთხვევაში 500 ლარი იქნება, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - 5.000 ლარი. იმავე ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენა ფიზიკური პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1.000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - 10.000 ლარის ოდენობით.
„კანონმდებლობის მიხედვით, საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში ან საზოგადოებრივ თუ საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება აკრძალულია და დადგენილია შესაბამისი ფულადი ჯარიმებიც, თუმცა დღემდე დადგენილი სანქციები, ჯარიმის ოდენობები არ შეესაბამებოდა იმ რეალობას, დარღვევის იმ შინაარსს, რაც რეალურად ხდება. ამიტომაც მოვამზადეთ კანონპროექტი და წარვუდგინეთ პარლამენტს", – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან კანონი და ერთმანეთს დისკომფორტი არ შეუქმნან.
„გვესმის ბიზნესის, რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს იმ ადამიანების უფლებები, რომლებზეც დასაშვებ დონეზე მეტად წარმოქმნილი ხმაური უარყოფითად მოქმედებს მათ ჯანმრთელობასა თუ ემოციურ მდგომარეობაზე", – აღნიშნა კახა კალაძემ.
როგორც ცნობილია, ხმაურზე შეზღუდვები არ ვრცელდება აეროპორტებზე, მეტროზე, საავტომობილო გზებსა და რკინიგზაზე, პორტებზე, ასევე აქციებზე, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე დღის საათებში და თბილისის მერიასთან შეთანხმებულ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე.
საქართველოში 2020 წლიდან დადგენილია აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები დღისა და ღამის საათებში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, დღეისათვის წესების დარღვევა პირველ ჯერზე მხოლოდ გაფრთხილებას ითვალისწინებს.
მანამდე ხმაურის დასაშვებ ნორმად ბინებსა და სახლებში ითვლებოდა არაუმეტეს 35 დეციბელისა დღისით (08:00 საათიდან 23:00 საათამდე) და არაუმეტეს 30 დეციბელისა ღამით.
ბარებსა და რესტორნებში ხმაურის დასაშვები ნორმა იყო დღე-ღამის ნებისმიერ დროს – არაუმეტეს 50 დეციბელისა, სასტუმროებში დღის საათებში – 40 დეციბელი, ღამით – 35 დეციბელი.